მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ფონიჭალაში, მდინარე მტკვარმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მამაკაცის გვამი დღეს იქნა ნაპოვნი. მისი იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია ექსპერტიზა, თუმცა როდის იქნება ექსპერტიზის პასუხი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია