ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ

ხმაური "პურის ფასის" გარშემო გრძელდება - ხორბლის მაგნატის სკანდალური ინტერვიუ

გასულ კვირას "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში "იფქლის" დირექტორი­ შაქრო ბაკურაძე ბიზნესში არსე­ბ­ულ შეფერხებებზე საუბრობდა. მისი განმარტებით,­ ქვეყანაში ალტერნატიული გზებით­ ფქვილის შემოტანა საბაჟო ტერმინალზე­ იზღუდება, რაც შესაძლოა, ქვეყა­ნ­აში ხორბლის ერთ-ერთ მთავარ­ შემომტან კომპანია "აგრი­კომთან" არის კავში­რში... ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში "აგრიკომის" ხელმძღვანელის, კოკი ოსიპოვის, პოზიციით დავინტერესდით:

- ფქვილის ბიზნესი ევოლუც­იუ­რად გამსხვილდა- საქართველოში 55­ წისქ­ვილი ფუნქციონირებდა, 2008 წელს მათი რაოდენობა 35-მდე შემცირდა, 2015 წლის მონაცემებით კი 11 წისქვი­ლი მუშაობს. ისეთი­ პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქა­რთველოა, ამ ბაზარზე 3-4 დიდი მოთამაშეც საკმარისია და რამდენიმე წელიწადში, ალბათ, აქამდეც მივალთ. სხვათა­ შორის, 11 სუბიექტიდან ორი "კარმენს" უჭირავს, ანუ დღეს ამ ბიზნესში, ფაქტობრივად, ცხრა კომპანია ოპერირებს.

- "კარმენმა" ბოლო წლებში საქმიანობა მკვეთრად შეამცირა, რასაც ამ ბიზნესის სხვა მოთამაშეები თქვენ გიკავშირებენ. ამბობენ, რომ ბაზარზე წესებს მხოლოდ თქვენი ინტერესების გათვალისწინებით ადგენთ.

- გეთანხმებით, წელს "კარმ­ენი" გაცილებით პასიურია. ადრე ბაზრის 50-60%-ს­ ითვისე­ბდა, ბოლო ერთი წლის განმავლ­ო­ბაში მუშაობა მინიმუმ ორჯერ შეამცირა.­ ეს ჩემი დამსახურებაა მხოლოდ იმ მხრივ, რომ სხვა გადარჩენილი კომპანიების სოლიდარული ვარ. ანტიმონოპოლიური სააგე­ნტოს შექმნის შემდეგ­ "კარმენმა" რატ­ომღაც თვითრეგ­ულაცია დაიწყო, არადა, არავის დაუჯარიმებია, უბრალოდ, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყო.

- ამ კომპანიას "გლობალაგრომ" (საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია) უჩივლა, თუმცა კონკურენციის საა­გენტო მომჩივნის საქმიანობითაც დაინტერესდა... თქვენც მიიღეთ მონაწილეობა საჩივრის მომზადებაში?

- "გლობალაგროსთან"­ მჭიდროდ ვთან­­ა­მშრომლობ. მართალია, ბიზნეს­ინტ­ერ­ესების გადაკვეთის გამო ასოც­იაციის წევრი არა, მაგრამ მათი ხშირი სტუმარი ვარ. "კარმენმა" "გლობალაგროს" უჩივლა, ასოციაციის ყრილობებზე ფასის შეთანხმებას მთხოვდაო.

- ფიქრობთ, ბრალდება უსაფუძვლოა?

- "კარმენი" სერიოზული კომპანიაა და, ალბათ, ბრალდება არგუმენტებით ექნ­ება გამყარებული, უბრალოდ, 35 მოთამაშეს შორის მსგავსი შეთანხმება არარეალური ჩანს. 11 კომპანიას შორის შეთანხმება კიდევ შესაძლებელია.

- "კარმენსა" და ფქვილის­ მწარმოებლებთან ბრძოლაში თავად­ ჩამოყალიბდით ხორბ­ლის შემომტან უმსხვილეს კომპანიად...

- ხორბალი სხვა კომპანიებსაც შემოაქვთ, თუმცა­ ჩემს კომპანიას ბაზრის მეოთხედი უკავია. დღესაც ფოთის პორტის მონაცემებში ნათლად ჩანს, რომ ხორბალს სხვა კომპანიებიც ელოდებიან, მათ შორის, "კარმენიც". მოვიდა ინფორმაცია, რომ ფოთის პორტში გემების შემოსვლას ზღუდავენ,­ მაგრამ ეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სხვათა შორის, დაახლოებით ორი კვირის წინ, შპს "პროგრესის" ვაგონები, რომელმაც ჩემგან ხორბალი იყიდა­ და გემი ფოთში დაც­ალა, სამტრედიაში გააჩერეს, ნიმუშები­ უნდა ავიღოთო. "კვირის პალიტ­რაში" გას­ული მასალის შემდეგ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა პორტთან არსებული ჩვენი ელევატორებიდანაც აიღო ხორბლის ნიმუშები. მანამდე, ივნისიდან, ხარისხის კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, არ შევუმოწმებივართ.

- და როგორ მოხდა, რომ თქვენ, ანუ ხორბლის შემომტან პირველ წყაროს, არ გამოწმებ­დნენ, როცა თქვენს მომხმა­რებლებს სამტრედ­იაში აჩერებენ, ფქვილის მწარმოებ­ლებს კი ტერმი­ნალებზე აყოვნებდნენ- სანამ­ აჟიოტაჟი არ ატყდა,­ უპირატესობით­ რატომ სარგებლობდით?

- საინტერესო კითხვაა... ხარისხზე რეგულაცია ყოველთვის იყო, წელიწადში ერთხელ უვნებლობის სამსახური ყველას ამოწმებს, მაგრამ კონტროლის გამკაცრების შემდეგ ნამდვილად არავის შევუმოწმებივარ... თქვენს გაზეთში დაბეჭდილი მასალის შემდეგ იმასაც ვიკვლევ, რატომ არიან პურის მწარმოებლები ჩემით უკმაყოფილო.- გედავებიან, რომ ხორბალს ძვირად ყიდით და ფქვილის შემოტანის ალტერნატიულ წყაროებს, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზოგიერთ მაღალჩინოსანთან­ შეთანხმებით კეტავთ.

- სხვათა შორის, ჩვენ ხორბლის ღირ­ებულების 5-7 დოლარით შემცირებას ვგეგმავთ.- ფასის შემცირებაზე პურისა და ფქვი­ლის მწარმოებლებს რატომ­ არაფერს ეუბნებოდით მანამ, სანამ მედიაში აჟიოტაჟი არ ატყდა?­ გამოდის, შეგეძლოთ ხორბალზე ფასის დაწევა?

- ასე არ არის. წელს დოლარის ისტორიულად მაღალი კურსი დაფიქსირდა, თანაც მარაგში ძველი ხორბალი გვქონდა, რომელიც სეზონის დაწყებამდე ძვირად ვიყიდეთ. ახალი გემების მიღების შემდეგ, ფასს დავაკლებთ. მე არა ვარ ინფორმირებული, როგორ მოხდა, რომ სამი თვის განმავლობაში ერთი ტომარა ფქვილის ფასი თითქმის 7 ლარით გაიზარდა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩემი კომპანიის განვითარებით ვარ დაინტერესებული- ხორბლის რეალიზაციით მოგება ხომ მჭირდება? წინააღმდეგ შემთხვევაში, თავი გაკოტრებულად უნდა გამოვაცხადო. კომპანია ადგენს, რა რენტაბელობით უნდა გაყიდოს ხორბალი. ჩვენ სეზონი 225 დოლ­არით დავიწყეთ, შარშან კი, ზუსტად ამ დროს, ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 250 დოლარი იყო.

- მაშინ რეზერვი არსებობდა და წლის განმავლობაში ხორბლის ღირებულების საშუალო მაჩვენებელი ნაკლები იყო. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილთან ("ზარალა") ერთად, ხორბლისა და ფქვილის ბიზნესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილიც კურირებს. თქვენ თუ იცნობთ მას?

- გალეგაშვილი ერთ-ერთი დიდი წისქვილის, "რუსთავის პროგრესის", დირექტორი იყო. ეს წისქვილი ბაზარზე დღესაც­ წარმატებით ოპერირებს. გალეგაშვილი ფქვი­ლის მწარმოებლების ასოციაციის წევრიც იყო. ის ჩემგან ხორბალს ყიდულობდა და შესაძლოა, ამ ბიზნესს ამის გამო უკავშირებენ.

- დღესაც გაქვთ საქმიანი ურთიერთობა?

- საქმიანი ურთიერთო­ბა ნამდვილად გვქონდა, თუმცა,­ როცა სოფლის მეურნეობის­ მინისტრის მოადგილე გახდა, ბიზნესთან კავშირი გაწყვიტა. გიორგი­ რამიშვილს კი "აგრიკომთან" კავშირი ლოკალურ ბაზარზე არა აქვს. მომავალში გადაწყდება, აპირებს თუ არა ის ხორბლის გაყიდვას. მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია