თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, ამის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.
"თელასის" ინფორმაციით, ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, სამგორის, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ნადარეიშვილის, ქეთევან წამებულის, წინანდლის, გუთნის, ხახანაშვილის, ფოსტის, ნიორაძის, ახმეტის, თელავის, ქურხულის, საბადურის და ჩიხლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნაკაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბახტრიონის, კუტუზოვის, ტაშკენტის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს, ასევე 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კლდიაშვილის, გოგი დოლიძის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, ლებანიძის და ბორჯომის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის, კლდეკარის, ლაითურის, სუვოროვის, ლამისყანის, წერონისის, გორდის, სამღერეთის, ჟღენტის, ორბეთის, ნაქალაქევის, ხერთვისის და მაჩხაანის ქუჩების მცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.