ძლიერი წვიმა და სეტყვა: 24-25 აგვისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

ძლიერი წვიმა და სეტყვა: 24-25 აგვისტოს საქართველოში ამინდი გაუარესდება

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 24-25 აგვისტოს ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ნინო წვერავამ განუცხადა, 24-26 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში ხანმოკლე წვიმაა ელჭექით მოსალოდნელი, ზოგან - ძლიერი. კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 24-25 აგვისტოს მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25-27 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 24-26 გრადუსი.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა თანდათან დაიკლებს. დღეს 28 გრადუსია მოსალოდნელი, ხვალ - 25 გრადუსი; 26 აგვისტოს კი 20 გრადუსი.

27-დან 29 აგვისტომდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე პერიოდულად წვიმა შენარჩუნდება, თუმცა ტემპერატურა მოიმატებს და 33 გრადუსის ფარგლებში იქნება.

29 აგვისტოდან კი საქართველოში გამოიდარებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია