30 ივლისიდან განმუხური-ანაკლიის სანაპირო ქართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM fest (Georgian Electronic Music Festival)-ს დაეთმო.
ზღვის სანაპიროზე, ღია ცის ქვეშ რამდენიმე მუსიკალური სცენა მოეწყო. ფესტივალი ქართველ დიჯეებთან და ბენდებთან ერთად, ელექტრონული მუსიკის ნამდვილ ვარსკვლავებს მასპინძლობდა. გარდა ამისა, 24/7 რეჟიმში ფუნქციონირებდა კინოთეატრი. GEM fest 7 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურა.
სოციალურ ქსელებში ფესტივალზე გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები ვრცელდება. გთავაზობთ ფოტოგალერეას.
როგორ ერთობიან ანაკლიის სანაპიროზე - შთამბეჭდავი ფოტოები GEM fest-დან