ფოთი დაიტბორა

ფოთი დაიტბორა

ფოთი ინტენსიური წვიმის გამო დაიტბორა. რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. უმეტესად ცენტრალური ქუჩები დაიტბორა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ფოთიდან იუწყება, ქალაქში მთელი დღის განმავლობაში წვიმდა. წყალმა ზოგიერთ ქუჩაზე პირველ სართულებზე შეაღწია, შედეგად მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა.

მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სთხოვს.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ზურაბ ყურუას ინფორმაციით, ქალაში არსებული ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს, მაგრამ უხვმა ნალექმა ქუჩები მაინც დატბორა. მისივე თქმით, საჭიროა დამატებითი სატუმბი სადგურების აშენება, რაზეც, როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში ირწმუნებიან, საკითხზე მუშაობენ. ამ დროისთვის ქალაქში წვიმამ გადაიღო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია