მუხიანში მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარი ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამინისტროში არ აკონკრეტებენ, გაისროლა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღიდან საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა დავით ჯინჭარაძემ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, მუხიანში დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე მე-4 ა მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტში, რომელიც შელაპარაკებით დაიწყო, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, დავით ჯინჭარაძე მონაწილეობდა.