წლის და 6 თვის განმავლობაში საქართველოში 812 ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა - სპეციალისტი მიზეზებზე

წლის და 6 თვის განმავლობაში საქართველოში 812 ჩვილი ბავშვი გარდაიცვალა - სპეციალისტი მიზეზებზე

2014 წლის განმავლობაში და 2015 წლის 6 თვეში, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის 812 შემთხვევა დაფიქსირდა. "ინტერპრესნიუსმა" ჯანდაცვის სამინისტროდან სტატისტიკური მონაცემები გამოითხოვა, რომლის მიხედვით, იგივე პერიოდში ბავშვთა მკვდრადშობადობის 919 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იდენტურ პერიოდში 1-5 წლამდე 97 ბავშვია გარდაცვლილი; მშობიარობის შედეგად კი, 30 დედა დაიღუპა. 2015 წლის 6 თვის მონაცემები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია.

ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, მარინა ბაიდაურის განცხადებით, დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა საგანგაშოა და ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გააჩნია პროექტი. მან შეფასება გააკეთა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკაზე.

"დემოგრაფიულად ორიენტირებული ქვეყნისთვის, რასაკვირველია, საგანგაშოა დედათა და ბავშვთა გარდაცვალების თითოეული შემთხვევა. არც ერთი დედა არ უნდა კვდებოდეს მშობიარობის დროს. ეს სერიოზულად მისახედი საკითხია და ამიტომაც სამინისტრომ დაიწყო ამ საკითხის გამოსწორება რეგიონალიზაციის პროექტის ამოქმედებით. ეს ნიშნავს, რომ ყველა დედა და ყველა ბავშვი უნდა მოხვდეს იმ კლინიკაში, რომელიც მისი მდგომარეობიდან გამომდინარე არის აუცილებელი. დაწესებულებები დაყოფილია სამ დონედ. მესამე დონე არის ყველაზე მაღალი დონის დაწესებულება. პირველი - არის ნაკლები სიმძლავრის დაწესებულება. ეს პროექტი საერთაშორისოდ აღიარებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი გადაჭრის გზაა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. პროექტი ჯერ საპილოტეა", - განაცხადა მარინა ბაიდაურმა.

მისი თქმით, დედათა სიკვდილიანობა ხშირად გამოწვეულია ეკლამპსიით, ან სისხლდენით ან კიდევ ინფექციებით.

ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი კი მარინა ბაიდაურის განცხადებით, უმეტეს შემთხვევებში რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ნაადრევი მშობიარობებია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია