40 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი

40 ათასი სოციალურად დაუცველიდან, სამუშაოს მხოლოდ 4 700 ეძებს - საგანგაშო სტატისტიკა და სამუშაოზე უარის თქმის მოტივი

გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა გაორმაგდა. ფაქტობრივად, დღე არ გავა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სტატუსისა და შემწეობის მისაღებად მოქალაქეებმა არ მიმართონ. ზუსტი მონაცემი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველთა რაოდენობის შესახებ არ არსებობს. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, ეს რიცხვი ყოველდღიურად მერყეობს, რადგან სოციალურად დაუცველების ხელახალი რეგისტრაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, სრული სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველია. სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ამ ნაწილის გასააქტიურებლად, ჯანდაცვის სამინისტრომ წელიწად-ნახევრის წინ ახალი სოციალური პროექტი წამოიწყო - worknet.ge და ის ნებისმიერ მოქალაქეს სამუშაოს ძებნის საშუალებას აძლევს. ძირითადი სამიზნე ჯგუფი კი, სოციალურად დაუცველები არიან. თუმცა, bpn-თან საუბარისას დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეა სტურუა იმედგაცრუებას არ მალავს და ამბობს, რომ სოციალურად დაუცველები არათუ შეთავაზებულ სამუშაოზე, არამედ სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზეც კი უარს ამბობენ. ძირითადი მიზეზი დაბალანაზღაურებადი სამუშაო და შემწეობის დაკარგვის შიშია. ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი გათვლებია საჭირო, რაც მოქალაქეებს დაცულობის გარანტიას მისცემს. სხვა შემთხვევაში, ამ ჯგუფის დასაქმება პრობლემად დარჩება. გასული კვირის მონაცემებით, რომელიც bpn.ge-ს დასაქმების ფონდმა მიაწოდა, სახელმწიფო დასაქმების საიტზე 45 283 სამუშაოს მაძიებელია დარეგისტრირებული. აქედან, სოციალურად დაუცველია 4 700. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 40 ათასს აჭარბებს, ეს რიცხვი მართლაც ზღვაში წვეთია.

თეა სტურუა, ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ცხადია, აქ წარმოდგენილი სამუშაოები მაღალანაზღაურებადი არ არის. ამიტომ, სოციალურად დაუცველების უმრავლესობა სამუშაოზე უარს ამბობს. საერთოდ არ მოდიან, ვურეკავთ და ვეხვეწებით რომ მოვიდნენ, მაგრამ უშედეგოდ. საიტზე დარეგისტრირებაზეც კი უარს ამბობენ. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებაზე 7 000-მა სოციალურად დაუცველმა თქვა უარი. მათ იციან, თუ შეთავაზებულ სამუშაოზე უარს იტყვიან, ოდესღაც შეიძლება შესაბამისი ზომები მივიღოთ. საიტზე გვაქვს ვაკანსიები, რომელთა ანაზღაურება 250-500 ლარია. პრობლემაა ისიც, რომ ზოგს მუშაობა ეზარება. ნებისმიერი სამსახური გარკვეულ რეჟიმსა და წესრიგს მოითხოვს. ამიტომ, ბევრი შინ ჯდომას და უსაქმოდ ყოფნას ამჯობინებს. სამწუხაროდ, მათზე ზემოქმედების მექანიზმი არ გვაქვს, ჩვენ მხოლოდ ვთავაზობთ, მათ უარის თქმის უფლება აქვთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია