ქობულეთში მამაკაცი დაიხრჩო - ზღვის ღელვის გამო ბანაობა აიკრძალა

ქობულეთში მამაკაცი დაიხრჩო - ზღვის ღელვის გამო ბანაობა აიკრძალა

ქობულეთში ზღვაში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა ზვიად ჯაფარიძემ განუცხადა, შემთხვევა დილით მოხდა. მისივე თქმით, ნაპირზე წითელი ალმები იყო აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ღელვის გამო ბანაობა აკრძალულია.

"07:45 საათზე შემოვიდა შეტყობინება ზღვაში მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე. სამაშველო სამსახური დროულად გავიდა ადგილზე. მაშველებმა მოახერხეს მამაკაცის ზღვიდან გამოყვანა, თუმცა ის გარდაცვლილი იყო", - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ზღვაზე 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება და სამაშველო სამსახური დამსვენებლებს მიმართავს, სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმების შემთხვევაში , ზღვაში შესვლისგან თავი შეიკავონ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია