ჯონი დეპის ქალიშვილი ლგბტ თემის წევრი გახდა

ჯონი დეპის ქალიშვილი ლგბტ თემის წევრი გახდა

ლილი როუზ დეპმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ 16 წელი შეუსრულდა, ფოტოპროექტ ”ცალსახა სიმართლეში" მიიღო მონაწილეობა. პროექტი ლგბტ საზოგადოებას უჭერს მხარს. ამ პროექტის ფარგლებში ათასობით ადამიანი აღიარებს, რომ ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას არ განეკუთვნებიან.

ფოტოსესიის ინიციატორი გეი აქტივისტი იო ტილეტ რაიტი გახლდათ. იომ სოციალურ ქსელ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ლილი როუზის ფოტო, რომელსაც მიაწერა, რომ ის ძალიან ამაყობს გოგონათი და ბედნიერია, რომ ის ლგბტ თემს შეუერთდა.

”მე ძალიან ვამაყობ ჩემი ლილი როუზ დეპით. მან გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიეღო პროექტ ”ცალსახა სიმართლეში”, რადგან ლგბტ-ს ფართო სპექტრს მიაკუთვნებს თავს და მე ბედნიერი ვარ მისი ჩვენს ოჯახში მიღებით”, - წერს რაიტი.

”თუ თქვენ ერთი პროცენტით მაინც ხართ გეი, ჩვენ გვსურს თქვენი ფოტოების ხილვა”, - აღნიშნულია პროექტის საიტზე. რამდენიმე დღის წინ ლილი როუზმა სკანდალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა ჟურნალ Love Magazine-სთვის, სადაც 24 წლის ”ვიქტორია სიქრეთის” მოდელ სტელა მაქსველთან ჩახუტებული პოზირებდა. მაქსველი ცნობილია მაილი საირუსთან სასიყვარულო ურთიერთობით. ფოტოსესია ლესბოსურ ურთიერთობებს მიეძღვნა.

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

"არ ვგეგმავ ოჯახი ისევ შევქმნა" - ვინ არის თამთა გოდუაძის გავლენიანი შეყვარებული და რატომ თქვა ქართველმა მომღერალმა ბერძნული "ვოისის" წაყვანაზე უარი?