კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.44-დან 2.48 ლარამდე მერყეობს

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.44-დან 2.48 ლარამდე მერყეობს

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.44-დან 2.48 ლარამდე მერყეობს. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

ამ დროის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.445 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.405 ლარად.

"თიბისი ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.4450 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.4070 ლარად.

რაც შეეხება ბანკ "რესპუბლიკას", აქ 1 დოლარის ღირებულება 2.4600 ლარია, ხოლო მისი გაყიდვა მომხმარებელს 2.3950 ლარად შეუძლია.

"ვითიბი ბანკში" კი 1 დოლარის შეძენა 2.4800 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.3500 ლარად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში კვლავ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია