ბერუჩაშვილი მინისტთა კაბინეტის მიღმა დარჩება? - რას ამბობენ მინისტრები სამთავრობო ცვლილებაზე

ბერუჩაშვილი მინისტთა კაბინეტის მიღმა დარჩება? - რას ამბობენ მინისტრები სამთავრობო ცვლილებაზე

მინისტრთა კაბინეტის წევრები არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა მინისტრს, თამარ ბერუჩაშვილს სექტემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლებს.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა, რამდენადაც მან იცის, ამ კუთხით არაფერი ცვლილება არ მზადდება.

"არანაირ კონსულტაციებში მე არ ვმონაწილეობ და არავითარი ინფორმაცია არ მოსულა ჩემამდე", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ არ იგეგმება.

"ეს ინფორმაცია გამიგია მხოლოდ ზოგიერთი ჟურნალისტისგან და არა უფრო სერიოზულ დონეზე. მე ჟურნალისტებს არასერიოზულებს არ გიწოდებთ, უბრალოდ, გადაწყვეტილების მიღების დონეზე ჭორადაც კი არაფერი გამიგია", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ მიდის.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ზოგადად საკადრო ცვლილებები იყო, არის და იქნება.

"დანარჩენი, როცა რამე მოხდება, გაიგებთ ყველაფერს. ამაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის", - აღნიშნა სუბარმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."