თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხრად ფაქტს ადასტურებს.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.
როგორც "ინტერპრესნიუს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.