ვიქტორ იუშენკოსა და მისი მეუღლის ბათუმური ვოიაჟი: ვინ გაუმართა წვეულება უკრაინის ექსპრეზიდენტს

ვიქტორ იუშენკოსა და მისი მეუღლის ბათუმური ვოიაჟი: ვინ გაუმართა წვეულება უკრაინის ექსპრეზიდენტს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ბათუმში იმყოფება. როგორც AMBEBI.GE-ს კორესპოდენტი ბათუმიდან იტყობინება, ვიქტორ იუშენკო ბათუმში მეუღლესთან, კატერინა იუშენკოსთან ერთად იმყოფება. უკრაინის ექსპრეზიდენტი საქართველოს ზღვისპირა ქალაქს ათვალიერებს. ის საბაგირო გზით ბათუმ-გორაზე ავიდა. მას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტები ოვაციებით შეეგებნენ. ექსპრეზიდენტმა მოქალაქეების თხოვნა, მასთან ერთად სელფის გადაღების შესაძლებლობა მისცემოდათ, უყურადღებოდ არ დატოვა (იხილეთ ვიდეო)

AMBEBI.GE-მ უკრაინის ექსპრეზიდენტთან მცირე ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.

-  ბატონო ვიქტორ, შეგიძლიათ გვითხრათ რამდენად მოგეწონათ ბათუმი, რა ნახეთ ამ ქალაქში?

- ძალიან მომეწონა, ლამაზი ხალხი, ლამაზი ადგილები,  ლამაზი ქალაქი, ლამაზი პარკები... ასეთი ლამაზი ბათუმი არასდროს მინახავს.

- პირველად ხართ?

- არა.

- რა გეგმები გაქვთ ბათუმთან და საქართველოსთან დაკავშირებით? მხოლოდ მოგზაურობა?

- ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან წვეულებაზე ვიყავით ჩვენი მეგობრის სახლში. და ახლა ინტერვიუს დასასრულს აეროპორტში უნდა გავემგზავროთ.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ იუშენკო უკრაინის პრეზიდენტის რანგში საქართველოს, მათ შორის, ბათუმს არაერთხელ სტუმრობდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია