"ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!" - განო მელითაური გარდაცვლილ მეუღლეზე წერს

"ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!" - განო მელითაური გარდაცვლილ მეუღლეზე წერს

მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლე, განო მელითაური გარდაცვლილი მეუღლის შესახებ "ფეისბუქზე" წერს:

"გეძებდი ყველგან - მოვირბინე სახლები ქუჩები და ადგილები, სადაც ერთად ვყოფილვართ.. გეძებ, გეძებ, გეძახი.. სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი, წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს - იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახოთქო და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი. ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ. პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს!

მერე სარკესთან მივედი, ჩვნი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს..

მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!", - წერს მელითაური.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია