პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალური განცხადება "იმედზე" პოლიტიკური გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სპეციალური განცხადება "იმედზე" პოლიტიკური გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემომაშფოთებელს უწოდებენ იმ ტენდენციას, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ გააცნო.

"პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს, მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადღებით ადევნებს თვალყურს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადსოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას", - განაცხადა მჟავანაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."