საქართველოს მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა.
თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების უკვე ყოფილმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად კი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა.
დღევანდელი ცვლილებების გამო, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო არ არის.