ამერიკა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს

ამერიკა უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს

ამერიკელი ისტორიკოსი სტივენ კოენი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ძალიან სუსტ ლიდერს უწოდებს, რომელიც გარეშე ძალებს ემორჩილება და არ შეუძლია საკუთარი პოზიციის დაცვა. პროფესორის კომენტარი დაკავშირებულია ბერლინში სამმხრივი შეხვედრის შედეგებთან, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან უკრაინული კრიზისის დარეგულირების საკითხებზე იმსჯელა.

კოენის აზრით, ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრაზე დაპატიჟებული იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ამტკიცებს, რომ მერკელი და ოლანდი "პოროშენკოსთვის განაჩენის გამოტანას" აპირებდნენ. ისტორიკოსი თვლის, რომ თავად პოროშენკოს სურდა მინსკის შეთანხმების დაცვა, რადგან ის ომის კაცი არაა. არანაირი უნარები არ გააჩნია, რაც ომისთვის მმართველს სჭირდება, ის ბიზნესმენია. თუმცა, მემარჯვენე ძალების წარმომადგენლები უკრაინაში, რომლებიც ჩამოგდებით ემუქრებიან, არ მისცემდნენ მას საშუალებას, რაიმე დათმობაზე წასულიყო, დარწმუნებულია სტივენ კოენი.

რუსი თანამემამულეების საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ვადიმ კოლესნიჩენკო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოროშენკოს კანდიდატურა ამერიკას აწყობდა, მაგრამ მისი დრო პოლიტიკაში იწურება. "ამერიკამ პრეზიდენტად პოროშენკო იმიტომ დანიშნა, რომ ის ყველაზე ნაკლებ აბიციური იყო ყველა "ოპოზიციური პოლიტიკოსებიდან". პრეზიდენტობის ფარგლებში პოროშენკომ თავისი ქონება გააორმაგა. დღემდე კონსტიტუციის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ გაუყიდია თავისი აქტივები და კორპორაციის ხელმძღვანელია. მას ესმის, რომ პრეზიდენტობის გზა მოკლეა. მას პერსონალური პასუხისმგებლობა დააკისრეს უკრაინელების სამომვლო შერიგებაზე", - ამბობს კოლესნიჩენკო. მისი აზრით, თავისი დანიშნულება პოროშენკომ შეასრულა, ამერიკა კი მზადაა მას შემცვლელი მოუძებნოს.

"მომავალი პრეზიდენტის პოსტზე ამერიკაში უკვე ორ კანდიდატურას ამუშავებენ: ესენი არიან უკრაინის უშიშროების საბჭოს უფროსი ნალივაიჩენკო და იანუკოვიჩის ყოფილი ადმინისტრაციის უფროსი ლევოჩკინი", - თვლის პოლიტიკოსი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ პოროშენკოს პოზიციები უკრაინაში სუსტია და მისი პოლიტიკით უკმაყოფილება იზრდება. "შემოდგომისთვის რადაში პოროშენკოს გადადგომა იგეგმება. გარდა დონბასში დაურეგულირებელი სიტუაციისა, საგრძნობლად გაიზარდა სხვა პრობლემები, როგორც კარპატებში, ისე უნგრელებთან და რუმინელებთან", - ამბობს კოლესნიჩენკო.

"პოროშენკოს შეიძლება უნდოდეს საომარი მოქმედებების შეჩერება, მაგრამ მისი გარემოცვა ამის საშუალებას არ მისცემს. უმაღლესი რადა ორი-მესამედით შედგება ადამიანებისგან, რომლებიც ომით შოულობენ ფულს, ამიტომ პოროშენკოს არ შეუძლია დონბასში ომის შეწყვეტა, ეს მისი პრეროგატივა აღარაა", - თვლის ვადიმ კოლესნიჩენკო.

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი ოჯახი - მილიარდერთა ოჯახური კლანები და მემკვიდრეობა, რომელსაც თაობიდან თაობას გადასცემენ

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსს რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა,  ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ "ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად