ავტორი:

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსს რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა,  ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ "ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს

ბრაზილიაში ერთ დღეში კორონავირუსს რეკორდულად ბევრი - 4 195 ადამიანი ემსხვერპლა,  ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ "ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს

ბრაზილიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსს 4 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, კოვიდ 19-ით დაღუპულთა რაოდენობა ბრაზილიაში 337 000-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში საავადმყოფოები გადატვირთულია, მკურნალობის რიგში მდგარი ადამიანები იღუპებიან და ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირასაა.

ამ ფონზე, ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ "ლოქდაუნის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ეკონომიკური ზარალი ვირუსისგან მიყენებულ ზარალზე უარესი იქნება.

მხარდამჭერებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ბოლსონარუმ აღნიშნა, რომ "ლოქდაუნი“ სიმსუქნეს, დეპრესიას და უმუშევრობას იწვევს.

ცნობისათვის, ბრაზილიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 13 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში მარტში ვირუსს 66 570 ადამიანი ემსხვერპლა, რაც გასულ თვესთან შედარებით ორჯერ მეტია.

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა