მამუკა ონაშვილი ლევან გვაზავას მიერ დაჭრის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს

მამუკა ონაშვილი ლევან გვაზავას მიერ დაჭრის ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს

მომღერალი მამუკა ონაშვილი შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ლევან გვაზავსთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და "კვირის ქორინიკის" ჟურნალისტს გამოქვეყნებული მასალისთვის პასუხს სთხოვს. ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს სტატია რომელიც გამოქვეყნებულია კვირის ქრონიკაში მეზღაპრე ჟურნალისტის ლევან ჯავახიშვილის მიერ რაც ჩემთან დაკავშირებით არის დაწერილი, წარმოადგენს ძალიან დიდ ტყუილს. ცრუ ინფორმაციაა, ესეთი რამ საერთოდ არ მომხდარა და ძალიან შეურაცხყოფილი ვარ "კვირის ქრონიკის" და ლევან ჯავახიშვილის მხრიდან! დაწერო გადაუმოწმებელი ისტორია, საქყვეყნოდ გამოაქვეყნო და გაასწორო მიწასთან ადამიანი ძალიან დიდი დანაშაულია. რაზეც პასუხი უნდა

მოეთხოვოს ყველას!

რასაც აუცილებლად გავაკეთებ. ცოტახნის წინ დაუკავშირდი ტელეფონით მეზღაპრე ჟურნალისტს ლევან ჯავახიშვილს და მოვთხოვე პასუხი, მან მიპასუხა რომ ისევ დავწერ რომ ეს ყველაფერი ტყუილიაო!

ნუთუ ესეთი ადვილია თქვენი მხრიდან ლევან ჯავახიშვილო, ამოსვარო ადამიანი ტალახში, გაანადგურო, მოკლა ადამიანი და უცებ გააცოცხლო?! ამ სტატიას, ამ ტყუილს და მოგონილ ზღაპარს ხომ მთელი ქვეყანა წაიკითხავს?! მერე, ჩემს თავმოყვარეობას რა უყო?

ეს თქვენ მესროლეთ ეხლა თქვენი სტატიით საშინელი მოგონილი ისტორიით და მომკალით როგორც პიროვნება და ადამიანი! რაზეც პასუხი უნდა აგოთ აუცილებლად ... წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია