როგორი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური სტრატეგია

როგორი იყო დავით აღმაშენებლის ეკონომიკური სტრატეგია

1122 წელს, მეფე დავით აღმაშენებელმა თბილისი არაბებისაგან გაათავისუფლა. გვიანი შუა საუკუნეების ლიდერები, როგორც წესი, სასტიკად უსწორდებოდნენ დამარცხებულ მტერს. ამრიგად, დავითის გამარჯვების ლოგიკური შედეგი იქნებოდა ყოფილი დამპყრობლების ამოხოცვა. მაგრამ დავითი ასე არ მოქცეულა. მან არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნა ყოფილ დამპყრობლებს, არამედ იზრუნა იმაზეც, რომ ქალაქი არ დაცლილიყო მუსლიმი მოსახლეობისაგან. პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, დავითმა მუსლიმები სახელმწიფო გადასახადისგან ერთი წლით გაათავისუფლა. 1089 წელს, როდესაც დავითი გამეფდა, საქართველო უკვე სულ მცირე სამი საუკუნის განმავლობაში იმყოფებოდა დამპყრობელთა მმართველობის ქვეშ. გონივრული ადმინისტრაციული და სამხედრო რეფორმების მეშვეობით, მეფემ გააძლიერა ადგილობრივი არისტოკრატიის ძალაუფლება და სათავეში ჩაუდგა უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ წარმატებულ ბრძოლებს. დიდგორის ბრძოლა, რომელიც თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველების გამარჯვებით დასრულდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ სამხედრო გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს.

აღმაშენებლის მიზანი იყო შეექმნა ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, მაგრამ მას არ სურდა საკუთარი ქვეყნის დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება, განსაკუთრებით კი ეკონომიკური თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევებით არის ცნობილი, დავითი დიდი ეკონომისტიც იყო. თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების აღმოცენებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე, საქართველოს ჰყავდა მეფე, რომელიც აცნობიერებდა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობასა და თავისუფალი ვაჭრობის როლს ქვეყნის კეთილდღეობისთვის. დავითმა ისიც კი მოახერხა, რომ შუა საუკუნეებში საერთაშორისო ვალუტა შემოეღო. მე-12 საუკუნეში, საქართველოში მეფობდა ადამიანი, რომელიც საუკუნეებით უსწრებდა მის თანამედროვე ევროპასა თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ ნებისმიერ ქვეყანას!

უცხოელი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საქართველოს ეკონომიკურ ცენტრად ქცევა არც მსოფლიო ბანკისა და არც თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების იდეა არ არის. ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელს სურდა განევითარებინა საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყანა სავაჭრო ცენტრად ექცია, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ცენტრის აბსტრაქტული ცნება მისთვის უცნობი იყო. ქართული მოსახლეობა, ძირითადად, მუშაობდა სოფლის მეურნეობის სექტორში და არ აწარმოებდა ბევრ ისეთ საქონელს, რომელთა ტრანსპორტირებაც შესაძლებელი იქნებოდა დიდ მანძილზე და მოგებასაც მოიტანდა. მეორეს მხრივ, ბევრი მუსლიმი, სომეხი და ებრაელი დახელოვნებული იყო ხელოსნობასა და ვაჭრობაში. მეფემ სწორედ ამ ეთნიკურ ჯგუფებს საქართველოში ეკონომიკური საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნა. კერძოდ, ქართველის ყოველწლიური შესატანი სახელმწიფო ხაზინაში შეადგენდა 5 დინარს, ებრაელებს უწევდათ 4 დინარის, ხოლო მუსლიმებს კი მხოლოდ

3 დინარის გადახდა.

განაგრძეთ კითხვა

"ცოლს აღმერთებდა... მაგრამ ამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი" - ეკა ყურშიტაშვილის კომენტარი ცინარიძის დაკავებაზე

თვითდასაქმებულთა ორი კატეგორია, რომელიც მაისიდან მიიღებს 300-ლარიან, ერთჯერად კომპენსაციას

რა გზას გადის COVID 19-ის ვაქცინა შექმნიდან გამოყენებამდე?