ავტორი:

"ცოლს აღმერთებდა... მაგრამ ამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი" - ეკა ყურშიტაშვილის კომენტარი ცინარიძის დაკავებაზე

"ცოლს აღმერთებდა... მაგრამ ამ კარანტინში ალბათ კარგად გაიცნეს ერთმანეთი" - ეკა ყურშიტაშვილის კომენტარი ცინარიძის დაკავებაზე

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მან მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცინარიძის დაკითხვა ამ წუთებში ქალაქის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საზოგადოებამ ცინარიძის სახელი და გვარი პირველად 2015 წლის დასაწყისში გაიგო, როცა საინფორმაციო საშუალებების მთავარ თემად ვინმე ეკა ყურშიტაშვილი იქცა.

ვიდეოჩანაწერში, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა, ჩანს, რომ ნასვამ ქალს აჩერებს პატრული, ხოლო ქალბატონი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, შემდეგ ურეკავს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანს (დავით ცინარიძეს) და ამ პატრულებისთვის "ჭკუის სწავლებას" სთხოვს.

აქვს თუ არა ამჟამად ურთიერთობა ეკა ყურშიტაშვილს დავით ცინარიძესთან და რა ინფორმაციას ფლობს მომხდარზე, AMBEBI.GE ყურშიტაშვილს დაუკავშირდა:

- ამ წუთას გავიგე სოციალური ქსელის საშუალებით, რომ დავით ცინარიძე დააკავეს. მე მასთან წლებია აღარ მქონია შეხება, მას შემდეგ, რაც ტელევიზიით ცნობილ ვიდეოზე, რომელიც ჩემი მონაწილეობით გავრცელდა, კომენტარი გავაკეთე.

- იმ ვიდეოთი მარტო შენ კი არ გახდი პოპულარული, არამედ დავით ცინარიძეც...

- მაგ ვიდეოთი გახდა პოპულარული, თორემ მანამდე ვინ იცნობდა (იცინის). გულახდილობის დროა უკვე, წლების მანძილზე არ გამიკეთებია კომენტარი დათოსთან დაკავშირებით, მაგრამ მე მგონია, რომ ეგ პიროვნება ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს, რა მოხდა მის ოჯახში არ ვიცი.

- ცოლს ესროლა იარაღი...

- წარმოუდგენელია, მე როგორც ვიცი, ცოლს ყოველთვის აღმერთებდა. მისი მეგობრებიც ამას უსვამდნენ ხაზს, მაგრამ ალბათ ამ კარანტინში კარგად გაიცნეს ერთმანეთი და გადაწყვიტეს, აღარ გვინდა ერთად ყოფნაო. მე კარანტინს ვაბრალებ.

- ახლა რა თანამდებობაზე იყო, თუ გაქვს ინფორმაცია?

- არა, არ ვიცი... მას შემდეგ, რაც მოხსნეს საპატრულო პოლიციიდან, არც მაქვს ინფორმაცია მასზე, მედიაშიც არაფერი დაწერილა, რომ გამეგო.

- საერთო სამეგობრო წრე თუ გყავდათ?

- დიახ, მაგრამ მათთანაც მაშინ დასრულდა ყველაფერი, როდესაც ტელევიზიით ჩემზე სიუჟეტი გავიდა. „იმედის კვირაში“ ვიყავი ეთერში, სადაც ვთქვი, რომ არ ვიცნობდი და მაგის მერე დამთავრდა ჩვენი ურთიერთობა, არადა ვიცნობდი.

- რეალურად შენთან ურთიერთობას შეეწირა მისი კარიერა, ასე გამოდის, ხომ?

- არა, მაგას უარვყოფ, ეს ასე არ ყოფილა. უბრალოდ, მე ვიყავი მიზეზი და რეალურად მე დამაბრალა ნიკა გვარამიამ. მაშინდელი "რუსთავი 2" იყო ჩემი ბულინგის თავი და თავი. ყველაზე მეტად უფრო მაგათ დაამატეს რაღაცები და მოიგონეს.

- ახლა თუ აპირებ, საერთო სამეგობრო წრეს შეეხმიანო და მოიკითხო რა მოხდა?

- არა, არ ვაპირებ, იმიტომ, რომ მაშინ როდესაც მე ვიყავი მოსაკითხი და მოკითხვა მჭირდებოდა, მაშინ არ მოუკითხავთ, მე როგორ ვიყავი. მე რომ გამომიყენეს და თავიანთი ყველაფერი მე შემაწმინდეს, არავის მოვუკითხივარ. ახლა მე აღარ მაინტერესებს, ვინ როგორ არის.

რას ამბობს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი ნინოწმინდის პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ?

რას აკეთებს სახელმწიფო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეზე?

"ენგურჰესის სქემით რომ სადგური ავაშენოთ, 3 მლრდ დოლარიც არ გვეყოფა" - რა დაჯდა ქვეყნის უდიდესი ჰესის მშენებლობა და რას ჰყვება მისი გენდირექტორი?