რომის პაპმა მღვდლებს აბორტის ცოდვის მიტევების უფლება მისცა

რომის პაპმა მღვდლებს აბორტის ცოდვის მიტევების უფლება მისცა

რომის პაპმა ფრანცისკმა ოფიციალურად მისცა მღვდლებს უფლება, რომ აბორტის ცოდვა მიუტევონ ქალებს, რომლებიც ჩადენილს ინანიებენ. მან შემოიღო ახალი წესი, რომელიც ერთი წლის მანძილზე იმოქმედებს, საიუბილეო (წმინდა) მიმტევებლობის წლის გამო, რომელსაც 25 წელიწადში ერთხელ აღნიშნავენ.

"მომავალი იუბილეს საპატივსაცემოდ, ყველა მღვდელს ექნება საშუალება გადაწყვიტოს მიუტევებს თუ არა აბორტის ცოდვას იმ ქალებს, რომლებიც თავიანთ საქციელს ინანიებენ", - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში. კათოლიკები დღესასწაულის აღნიშვნას 8 დეკემბერს იწყებენ. წმინდა წელი, რომელიც ბოლოს 2000 წელს დაემთხვა 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.

პაპმა თავის გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ წირვების როს ბევრ ქალს შეხვდა, რომელსაც გულზე ჭრილობად ჰქონდათ თავიანთი ეს მტკივნეული გადაწყვეტილება. აქამდე აბორტის ცოდვა, რომელსაც ეკლესია მკვლელობასთნა აიგივებს მხოლოდ ეპარქიულ ეპისკოპოსებს შეეძლოთ მიეტევებინათ.

რომის პაპმა აგრეთვე დასაშვები უწოდა განქორწინებებს. "ზოგჯერ დაშორება აუცილებელი ხდება, როდესაც საქმე ეხება მეუღლის დაცვას ან პატარა ბავშვების უსაფრთხოებას, რომელსაც დესპოტიზმი და ძალადობა, უპატივცემულობა და ინდიფერენტულობა იწვევს", - განაცხადა 78 წლის ფრანცისკმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია