"იუთუბი" წლის ბოლოს ფასიანი გახდება

"იუთუბი" წლის ბოლოს ფასიანი გახდება

მსოფლიოში პოპულარული ვიდეოსაიტი "იუთუბი" გეგმავს, რომ ფასიანი გამოწერის ტაქტიკა წლის ბოლოსთვის დანერგოს.

თვეში კონკრეტული თანხის გადახდის შემთხვევაში, "იუთუბის" მომხმარებლებს შეეძლებათ მთლიანად გათიშონ რეკლამები, რომელთა გათიშვაც ახლა მხოლოდ რამდენიმე წამიანი ვიდეო ნახვის შემდეგაა შესაძლებელი. ამას გარდა, ფასიან ხელმომწერებს საშუალება ექნებათ, შეინახონ ვიდეოები და ინტერნეტის არქონის შემთხვევაშიც კი უყურონ მათ.

რა ეღირება ფასიანი ხელმოწერა, ჯერჯერობით, არ არის ცნობილი. ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგიების გარდა, მომხმარებლებს წვდომა ექნებათ დამატებით კონტენტზე. დღეისათვის "იუთუბის" "აუდიტორია" მილიარდ ადამიანს აჭარბებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია