გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე ვეღარ მიდის - მოსახლეობა აქციებს აანონსებს

გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე ვეღარ მიდის - მოსახლეობა აქციებს აანონსებს

ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე (ბაგრატის ტაძართან დამაკავშირებელ გზაზე) მცხოვრებლები 5 თვის მანძილზე გაჭიანურებული გზის რეაბილიტაციის გამო აქციებით იმუქრებიან. გზა, რომელიც ბაგრატის ტაძრამდე ვეღარ მიდის, ადგილობრივი მოსახლეობის მსგავსად, პრობლემებს ტურისტებსაც უქმნის. გართულებული გადაადგილებით შეწუხებული ყაზბეგის ქუჩის მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ.

"დაუსრულებელი სამუშაოების გამო ისეთი მტვერია ირგვლივ, თვეებია უკვე ფანჯრებს ვერ ვაღებთ. საკუთარ სახლებთან მოსახვედრად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან წრეზე დავდივართ. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან ტურისტებიც, რომლებიც ბაგრატის ტაძრის სანახავად დადიან, " - ამბობენ ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებელები.

ქუთაისში, ყაზბეგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც გზის საფარის მოწყობას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 18 მარტს დაიწყო. ამავე ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის და გზის საფარის გრანიტის ქვებით მოწყობის სამუშაოები 26 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

იხილეთ ვრცლად

kutaisipost.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია