"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

"საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!" - ხელვაჩაურში 42 წლის ქალი სასტიკად მოკლეს

2 სექტემბერს, ხელვაჩაურის მკვიდრ დალი ფარტენაძეს საკუთარ მაღაზიაში, ყელი ქაღალდის საჭრელი დანით, ყელი გამოჭრეს. მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულის მეუღლე აჭარის სუს-ის თანამშრომელია, თუმცა უკავშირდება თუ არა ხელვაჩაურის ცენტრში მომხდარი მკვლელობა ფარტენაძის მეუღლის თანამდებობას, ამაზე არავინ ლაპარაკობს.

დალი ფარტენაძის მკვლელმა იმავე დღეს კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა. ალექსანდრე კობალაძეს თავის არეში დანით დაზიანებები მაშინ მიაყენა, როდისაც ის მომაკვდავი ქალის დახმარებას ცდილობდა. მკვლელობის უშუალო თვითმხილველი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს. კობალაძეს რამდენიმე საათი ხელვაჩაურის პოლიციაში კითხავდნენ. დამნაშავე პოლიციამ მომხდარიდან ცოტა ხანში დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

რ.დ. ხელვაჩაურის მცხოვრები:

- ამ უბედურებამ მთელი ხელვაჩაური შოკში ჩააგდო, - როგორი საქმეა, ორი შვილის დედას ვიღაც მანიაკმა მისივე დანით ყელი გამოღადრა! მერე როგორ ადამიანს, უსაყვარლესი გოგო იყო დალი, ხალისიანი, სიკეთით სავსე, ულამაზესი... მკვლელმა ახალგაზრდა კაცსაც, რომელიც ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო, რამდენჯერმე დაარტყა დანა სახისა და კისრის არეში, კიდევ კარგი მისთვისაც ყელის გამოჭრა ვერ მოახერხა და კაცი გადარჩა. საწყალ დალის 2 ობოლი დარჩა, რისთვის, რატომ?!

- გავრცელედა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ქალბატონის მეუღლე პოლიციაში მუშაობდა და ეს პირადი ანგარიშსწორება იყო...

- ასეთი რა დანაშუალი უნდა ჰქონოდა პოლიციელს, რომ მკვლელს ეს ჩაედინა! მით უფრო, რომ ამ ქალის ქმარს მთელ ხელვაჩაურში ყველა პატივს სცემს. ულამაზესი ოჯახი ჰქონდათ... ეს უბედურება ასე მოხდა, - გარდაცვლილი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთი პატარა მაღაზიის მეპატრონე, სადაც ერთ ქალთან ერთად მუშაობდა - სურსათსა და ყვავილებს ჰყიდდა. ამ საშინელ დღეს მაღაზიაში მარტო ვაჭრობდა და მანიაკიც სწორედ იმ დღეს მიადგა, - თურმე ეუბნებოდა, გინდა თუ არა, სურსათი ნისიად მომეციო.

- მანიაკი ახსენეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მკვლელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია?

- ეს მე ვამბობ ასე, რადგან სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, თორემ არც თუ ისე ურიგო სამსახურში მუშაობდა, - თურქულ კომპანიას დენის ახალი სადენები გაჰყავს და იქ იყო დასაქმებული.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია