"20-30 წელიწადში ქართული ღვინო ისეთივე მოთხოვნადი იქნება მსოფლიოში, როგორიც ფრანგული ან ესპანური"

"20-30 წელიწადში ქართული ღვინო ისეთივე მოთხოვნადი იქნება მსოფლიოში, როგორიც ფრანგული ან ესპანური"

"პალიტრა TV"-ს ბიზნეს PRESS" -ის ახალი სეზონის პირველმა გადაცემამ "თელიანი ველის" გენერალურ დირექტორს, შოთა ხობელიას უმასპინძლა.

ჩვენი მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს იმის შესახებ, თუ რა არის ჩვენი გენეტიკური კოდი, რამდენ წელში იქნება მსოფლიო ბაზარზე ქართულ ღვინოზე დიდი მოთხოვნა და რომელი სადღეგრძელო უყვართ ქართველ მეღვინეებს განსაკუთრებით.

- "თელიანი ველს" ისევე, როგორც ზოგადად ღვინის წარმოების ტრადიციას საქართველოში საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. მახსოვს პერიოდი, როდესაც ამ კომპანიას ადგილობრივ ი ბაზრის დაახლოებით, 50 % ეჭირა. ბაზრის რა პროცენტი უკავია თქვენს კომპანიას ახლა?

- ბოლო კვლევებით ჩვენ ბაზრის 39-40 % კვლავაც გვჭირავს, ოღონდ ეს არის ბოთლის ღვინის გაყიდვები. რადგან, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში არის ჩამოსასხმელი ღვინის გაყიდვის ტრადიცია, სადაც ჩვენ არ ვმონაწილეობთ როგორც მოთამაშე, რადგან არ გვაქვს ჩამოსასხმელი ღვინო. ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ბაზრის წილის 40% დღესაც გვიკავია. იმის გათვალისწინებით, რომ გამოჩნდა უამრავი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს, ეს არ არის ცუდი შედეგი. შესაბამისად, ბაზარმა გადანაწილება მოახდინა. მაგრამ "თელიანი" კვლავაც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე და იმედი გვაქვს, რომ ამ ტენდენციას ჩვენ კიდევ წლები შევინარჩუნებთ.

-ამ ბაზარზე "თელიანი ველი" ერთ-ერთი ძველი მოთამაშეა. თუმცა, მისი ფესვები კიდევ უფრო ღრმად მიდის და მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს მაშინ, როდესაც თელიანი ველის ქარხანა არსებობდა. როგორ იქმნებოდა თელიანი ველი?

-"თელიანი ველი" - ასეთი სახელწოდებით 1956 წელს გამოჩნდა. ეს იყო ქარხანა, რომელიც საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში გაკეთდა და რომელიც გათვლილი იყო ფრანგული ყურძნის "კაბერნეს" გადამუშავებაზე. რადგან მაშინ იშვიათი იყო ფრანგული ჯიშების დამუშავება საბჭოთა კავშირში და კერძოდ, საქართველოშიც. თელიანის ველზე მოყავდათ, ძირითადად, კაბერნე სოვენიონის ტიპის ყურძენი. შესაბამისად, "თელიანი ველი" ამუშავებდა კაბერნე სოვენიონს და ზუსტად ამიტომ შეიქმნა თელიანი, როგორც ადგილწარმოშობის ღვინო, მას ერქვა თელიანი და იგი მზადდებოდა კაბერნე სოვინიონისაგან. რაც შეეხება ადრინდელ პერიოდს, ეს არ იყო თელიანი, ეს იყო ჭავჭავაძეების ინიციატივა: მათ უნდოდათ ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოება და ჩამოიყვანეს ფრანგი მეღვინე, რომლის გვარიც იყო მოსანო. მან პირველად გააშენა საქართველოში ფრანგული ჯიშები. ამ ჯიშებიდან დაიწყო ღვინის წარმოება და ეს პირველი ფრანგული ჯიშებისგან დამზადებული ღვინო გავიდა ევროპის ბაზარზე, დაიწყო კონკურენცია საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში და ძველი სამყაროს სხვა ქვეყნებში ნაწარმოებ ღვინოებთან.

-თქვენს საქმიან ბიოგრაფიას გადავავლე თვალი და ვნახე, რომ "თელიანი ველს" შემოუერთდით იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას გარკვეული კრიზისი ჰქონდა და დაეხმარეთ კომპანიას კრიზისიდან გამოსვლაში.

- როდესაც კომპანიაში მოვედი, ის მცირე ზომის იყო. ეს იყო 2008 წელი. კომპანია წარმოადგენდა მხოლოდ საწარმოს. ეს იყო ღვინის საწარმო, რომელიც აწარმოებდა ღვინოს და ყიდდა რამდენიმე ბაზარზე. ძირათად ეს იყო ადგილობრივი ბაზარი და უკრაინა. მფლობელებმა იმ პერიოდისათვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომპანია უნდა გამხდარიყო ჯგუფი, რომელსაც თავისი სადისტრიბუციო კომპანიები ექნებოდა. სწორედ ერთ-ერთი პირველი პილოტური პროექტი იყო სადისტრიბუციო კომპანიის გახსნა უკრაინაში, რისთვისაც ჩემი წინა გამოცდილებიდან და განათლებიდან გამომდინარე მთხოვეს, გადმოვსულიყავი ამ კომპანიაში. წავედი უკრაინაში და გავაკეთე თელიანის შვილობილი სადისტრიბუციო კომპანია. პირველ წელიწადს, თუ არ ვცდები, სულ 90 ათასი ბოთლი გავყიდეთ, 2014 წელი კი მილიონ 250 ათასი ბოთლით დავხურეთ.

- უცნაურია, რომ იმ პერიოდში, როცა ღვინის ქართველი მწარმოებლების უდიდესი ნაწილი სწორედ რუსეთის ბაზარზე იყო ორინეტირებული და საექსპორტო პროდუქციის დიდი წილი რუსეთის ბაზარზე გადიოდა, თქვენ პრინციპულად თქვით უარი რუსეთის ბაზარზე და მხოლოდ მცირე წილი გაიტანეთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის. რატომ თქვით უარი რუსეთის ბაზარზე თავიდანვე?

- ალბათ, პირველ რიგში, ეს იყო ინტუიციური გადაწყვეტილება. მაგრამ იყო გამოცდილებიდან გამომდინარეც იმიტომ, რომ ჩემი წინა სამუშაო ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია "ჯივიესი" იყო, რომელშიც მე ზუსტად იმ წლებში ვმუშაობდი, როცა რუსეთის ბაზარი დაიხურა და შესაბამისად, ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მაშინ იმ კომპანიას. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსეთის ბაზარი ჩვენთვის პრიორიტეტული არ უნდა ყოფილიყო, რადგან ამ ბაზარზე ეკონომიკური რისკების გარდა, პოლიტიკური რისკებიც არსებობდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია