ზუგდიდში საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სათამაშო იარაღით სცადეს. პირი, რომელიც ბანკში შესვლას ცდილობდა, ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.