საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქზე", ბათუმის შერატონში გამართულ ქორწილში მიხეილ სააკაშვილის სკაიპით ჩართვის შესახებ წერს.
"ბათუმის შერატონში, უკრაინის რადას დეპუტატის ქორწილი დაიწყო მიხეილ სააკაშვილის მილოცვით,რომელიც ქორწილის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით სკაიპით ჩაერთო. ამ საღამოს ესწრებოდნენ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი იუშენკო და უკრაინის ახლანდელი მთავრობის წევრები,რომელთათვისაც სააკაშვილის გამოჩენამ აღფრთოვანება გამოიწვია.თუმცა,გაურკვეველია სხვა სტუმრების რეაქცია,კონკრეტულად კი მათი,ვინც ხელისუფლებას წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში.ჰო და,ჩემი ინტერესიც ეს არის,ნეტა რა რეაქცია ჰქონდა ბ-ონი ბიძინას მრევლს, სააკაშვილის გამოცხადებისას?" - წერს ხერხეულიძე.