ფონიჭალაში, 17 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულის და ბრალდებულის მამის დასჯის მოთხოვნით აქცია გაიმართა. მოკლულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანმა ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მოკლული ბიჭის მამა მომხდარს უთანხმოებას უკავშირებს, რომელიც რამდენიმე თვის წინ მასსა და ბრალდებულის მამას შორის მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლამდე არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა არასრულწოვანი ბრალდებული და მისი მამა, თანამონაწილეობისა და იარაღის ტარების ბრალდებით, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
შემთხვევა 2 სექტემბერს ქორწილში მოხდა. ნათესავებს შორის მომხდარ უთანხმოებას 17 წლის ბიჭი ემსხვერპლა. გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით დაიწყო.
ამასთან, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები შეუძლოდ გახდნენ.