როგორ შეიცვლება სამყარო თუ ხორცს აღარ შევჭამთ

როგორ შეიცვლება სამყარო თუ ხორცს აღარ შევჭამთ

დიდიხანია, რაც კაცობრიობისთვის ხორცი ხშირი განხილვის თემაა. ზოგიერთი ვეგეტარიანელიც ხდება იმ იდეით, რომ ჯანმრთელობას უფრთხილდება და უდანაშაულო ცხოველებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. ბევრი კი სიამოვნებით მიირთმევს ხორცს და მის სასარგებლო თვისებებზე საუბრობს.

ახლა კი გაიგეთ რას ფიქრობენ მეცნიერები - რა მოხდება თუ ადამიანები ხორცზე უარს იტყვიან:

1. გაუმჯობესდება ეკოლოგია

ჯერ კიდევ 2009 წელს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუ პირუტყვს 30%-ით შევამცირებთ, 2030 წლისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი ატმოსფეროში 50%-ით ნაკლებ ნახშირორჟანგს გაუშვებს. ამის გამო გულის დაავადებებით სიკვდილიანობის რიცხვი წელიწადში 18 ათასი ადამიანით შემცირდება.

2. წყალი ყველასთვის საკმარისი იქნება

სტოქჰოლმის უნივერსიტეტის განცხადებით თუ კაცობრიობა ამ ტემპით განაგრძობს და არ შეცვლის რაციონს, 2050 წლისთვის 9 მილიარდი ადამიანისთვის საკმარისი წყალი აღარ იქნება. წყალი იმ შემთხვევაში გვეყოფა, თუ რაციონში ხორციანი საკვები 5%-ით შემცირდება.

3. ყველა დაპურდება

მეცნიერები შიმშლის ერთ-ერთ მიზეზად ხორცის ჭამას ასახელებენ. სტატისტიკის მიხედვით დღეს მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი შიმშილობს. ამასთან აშშ-ში პირუტყვს სოიოთი და სიმინდით კვებავენ. გაირკვა, რომ ეს საკვები მინიმუმ 800 მილიონ მშიერ ადამიანს დააპურებს.

4. ხორცი და მოგება

მსოფლიოში ადამიანების რაოდენობაზე ორჯერ მეტი, 17 მილიარდი ფერმის პირუტყვი არსებობს. მათ კვებას კი ბევრი საკვები სჭირდება. ამასთან 10 კგ შეჭმულ მარცვლეულზე, მხოლოდ 1 კგ ხორცი მოდის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია