მცოცავმა ოკუპაციამ შესაძლოა, მართლმადიდებლური მონასტერი შთანთქოს - "ეს მტკივნეულია არა მხოლოდ დვანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის!"

მცოცავმა ოკუპაციამ შესაძლოა, მართლმადიდებლური მონასტერი შთანთქოს - "ეს მტკივნეულია არა მხოლოდ დვანისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის!"

ქარელის რაიონის სოფელი დვანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე სოფელია. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დვანი ძალიან დაზარალდა. სახლების 50 პროცენტი იქ შესულმა მორადიორებმა ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი გადაწვეს. ამჟამად სოფლის მაცხოვრებლები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. დვანელები მუდმივ შიშში ცხოვრობენ, რადგან სოფლის გარშემო არსებულ მთებზე რუს სამხედროებს ბლოკ-საგუშაგოები აქვთ მოწყობილი. რუსი ჯარისკაცები სიმაღლეებიდან დურბინდებით მუდმივად აკვირდებიან სოფელს. არც თუ იშვიათად სროლის ხმა ისმის.

შიდა ქართლში 2008 წლის ომის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ზოლთან ახლო მდებარე სოფლებს მოსახლეობა ფაქტობრივად, რუსი ჯარისკაცების მხრიდან, ყოველდღიურ შევიწეოებას განიცდიან იმ თვალსაზრისით, რომ მიმდინარეობს მცოცავი ანექსია და ყოველდღიურად საზღვრებს თვითნებური გადმოტანა ჩვენ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში. სწორედ ომის შემდეგ, დვანის მამათა მონასტრის წინამძღვრის სქემიღუმენი ნიფონტის (ქევხიშვილი) ხელმძღვანელობით სოფელ დვანში იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობდა. მონასტრის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა უსახსრობის გამო დღემდე არ დასრულებულა, თითქმის წელიწადია მშენებლობა სრულადაა შეჩერებული.

მამათა მონასტერი რუსების მიერ გავლებული პირობითი საზღვრისპირა ადგილას შენდება, ეს კი მნიშვნელოვანია ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. დვანში არსებული მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს თავად დვანელი მცხოვრებლები გაესაუბნენ.

- ბატონო დავით რა მდგომარეობაა ამჟამად სოფელში აგვისტოს ომის შემდეგ?

- ამჟამად შეიძლება ითქვას, რომ სიწყნარეა, თუმცა მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ მოხდა ტერიტორიების შევიწროვება. სამი თვის წინათაც გადმოწიეს მათ საზღვარი დაახლოებით 600 მეტრამდე, რაც ძალზე მტკივნეულია არა მარტო ჩვენი სოფლისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

- ტერიტორიის შევიწროება შეეხო თუ არა ე.წ. საზღვრის პირა მშენებარე ტაძარს?

- დიახ, რა თქმა უნდა. ტაძარი საზღვრის პირდაპირ შენდება, ომის შემდეგ მესაზღვრეები ამ მშენებარე ტაძართანაც კი დადიოდნენ.

- რაც შეეხება ტაძარს, რა მიზეზით არის გაჩერებული მისი მშენებლობა?

- ტაძრის მშენებლობის გაჩერება, რა თქმა უნდა, ფინანსებს უკავშირდება. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ტაძრის მშენებლობის დროს სოფელში სხვა სიმშვიდე იყო, ახლა კი მთლად მასე აღარ არის.

- ბატონო დავით, როგორც ვიცით, ომის შემდეგ სოფელში ხდებოდა ხალხის გატაცებები...

- დიახ, ასეთი რამ მეც შემემთხვა. ჩემი ყანა სწორედ მშენებარე ტაძართან არის ახლოს. როდესაც ყანაში მივდიოდი, მათ გამიტაცეს. სულ ოთხნი იყვნენ. ჩემი გათავისუფლება კი 5 დღის შემდეგ მოხდა ე.წ. სასამართლო პროცესის საშუალებით, მათ 1000 რუბლი გადამახდევინეს და ისე გამომიშვეს სახლში.

AMBEBI.GE-ს სოფელ დვანთან დაკავშირებით დვანის ყოფილი გამგებელიც ესაუბრა.

- ბატონო ზურა შეიცვალა თუ არა აგვისტოს ომის შემდეგ სოფელ დვანში მდგომარეობა?

- ომამდე, შეიძლება ითქვას, რომ კომუნალური პირობები ნაკლებად გვქონდა, ახლა კი გაზიც გვაქვს და წყალიც, მაგრამ ამჟამად სოფლის პრობლემას სამანქანო ხიდი წარმოადგენს, რომელიც ჩანგრეულია. გვპირდებიან გავაკეთებთო, თუმცა არავინ ჩანს გამკეთებელი.

- რას გვეტყვით თქვენ სოფელში მშენებარე ტაძრის შესახებ, სადაც ამჟამად მშენებლობა შეჩერებულია?

- ჩვენ სოფელში მამა ნიფონტი გადმოიყვანეს, ვისი თაოსნობითაც შენდებოდა ეს ტაძარი. მამა ნიფონტი ასევე სხვა ტაძრის აღდგენასაც ცდილობს, რომელიც ასევე ჩვენს სოფელშია. რაც შეეხება მშენებარე ტაძარს,  მოგეხსენებათ, ის სადაო ტერიტორიაზე შენდება და ამჟამად შეჩერებულია, მის გასაგრძელებლად ჯერ-ჯერობით არაფერი ისმის.

- რა რეაქცია ჰქონდათ ოკუპანტებს, როდესაც ე.წ. საზღვარზე გადაწყვიტეთ ტაძრის მშენებლობა?

- მინდა აღვნიშნო, რომ მათ ცუდი რეაქცია არ ჰქონიათ, პირიქით, ისინი დადიოდნენ კიდევაც ტაძარში, მაგრამ რაც ტაძრის მშენებლობა შეჩერდა, ისინიც სხვანაირად იქცევიან. ღმერთმა არ ქნას და ხვალ-ზეგ რა მოხდება არავინ იცის და შეიძლება, ხვალვე მოვიდნენ ტაძართან და საზღვარი გადმოწიონ. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, მამა ნიფონტი ყველაფერს აკეთებს. იმედი გვაქვს, რომ გამოჩნდება ვინმე, ვინც დაეხმარება ფინანსურად ამ ტაძრის მშენებლობის დასრულებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პოზიციის დასაფიქსირებლად, AMBEBI.GE სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა

- ქარელის რაიონში, ოსეთ-საქართველოს საზღვართან მდებარეობს სოფელი დვანი. სასაზღვო ხაზთან ძალიან ახლოს შენდება იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელობის მამათა მონასტერი... ადგილობრივები გულისტკივილს გამოხატავენ, რომ მონასტრის მშენებლობა შეწყვეტილია ...

- არ არის შეწყვეტილი, იყოს რაღაც პერიოდით შეჩერებული. ზაფხულთან დაკავშირებით თანხების მოძიება გაჭირდა და ახლა, როგორც დაგვარწმუნეს, საამშენებლო სამუშაოები განახლდა.

- ჩვენ ვესაუბრეთ ადგილობრივ მოსახელობას, რომელიც ამბობს, რომ თითქმის წელიწადია, მშენებლობა აღარ მიმდინარეობს. დაფინასების არ არსებობაზეა საუბარი და შველას ითხოვენ ბიზნესმენებისგან ან საპატრიარქოსგან.

- გასაგებია, მაგრამ ჩვენ ხომ ასე ოპერატიულად ვერ ვიმოქმედებთ, რომ ვიღაცამ თანხა მიიტანოს. ის ადამიანი, ვინც აშენებდა ამ მონასტერს, აგრძელებს დაწყებულ საქმეს. მარიამობის მარხვის დასაწყისიდან მშენებლობა ნამდვილად იყო გაჩერებული და ახლა უკვე განახლდება. და საერთოდ, რატომ გახდა ეს ტაძარი ასეთი აქტუალური? ათობით და ასობით ტაძარი შენდება საქართველოში და სხვა ეკლესიის მშენებლობით არავინ დაინტერესებულა...

- ალბათ იმის გამო, რომ ეს მონასტერი ე.წ. საზღვარზეა.

- საზღვართანაც შენდება და საზღვარს იქითაც.

- არის საშიშროება, რომ მცოცავი ოკუპაციის პირობებში სულ მალე აღარ იყოს ის ჩვენს მიერ კონტროლირებად მხარეს... საპატრიარქო ფინანსურად ჩართულია ამ მშენელობის პროცესში?

- საპატრიარქო თვითონ ტაძრებს არ აშენებს, რადგან საპატრიარქოს ამის რესურსი არ გააჩნია, საპატრიარქო ამ მშენებლობის მხარდამჭერია და გვიხარია, რომ ბევრი ტაძარი შენდება ღვთის სადიდებლად.

ასეთია ერთი კონკრეტული სოფლის, კონკრეტული ტაძრისა და ასეთი მასშტაბური პრობლემის ამბავი. როგორ განვითარდება მოვლენები, უცნობია. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ფინანსებზეა დამოკიდებული. AMBEBI.GE საოკუპაციო ხაზთან პროცესების განვითარებას მომავალშიც დააკვირდება.

მარიამ კაპანაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია