რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან

რთველის "ფასი"- ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან

"გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით ორ კვირაში გლეხი კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს სახელმწიფოსგან, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის"

შემოდგომაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა რთველი და ყურძნის ფასია, მით უფრო, როცა ღვინის ექსპორტი რუსეთსა და უკრაინაში შემცირებულია და ღვინის ქარხნებს ჯერ კიდევ შარშან დაწურული აქვთ გასაყიდი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სათადარიგო გეგმები აქვს იმ შემთხვევისთვის, თუ გლეხს ყურძნის ჩაბარების პრობლემა შეექმნება. სამინისტროში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის მუშაობენ. "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ უწყებაში უკვე დასრულებულია მუშაობა პურის ტექნიკურ რეგლამენტზე და ის ძალაში, სავარაუდოდ, 1-ლი იანვრიდან შევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელი პურს გასაყიდად შეფუთვისა და ეტიკეტირების გარეშე ვერ გამოიტანს და რაც მთავარია, პურის შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულს უნდა შეესაბამებოდეს.

ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი: - წელს დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით და ვფიქრობთ, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის 120-130 ათას ტონამდე იქნება ჩასაბარებელი. წლევანდელი რთვლისთვის აღარ ვგეგმავ­დით ყურძნის სუბსიდირებას. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო დარ­გის განვითარების პერსპექტივები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რაც ხდება რეგიონში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში და შევისწავლეთ რა მოთხოვნა ღვინოზე, რომელიც საკმაოდ შემცირებულია, მივხვდით, რომ დარგს ჯერ კიდევ სჭირდება სუბსიდირება.

თეთრი ყურძნის -35 თეთრით, ხოლო 15 თეთრით შავი ყურძნის სუბსიდირება ხდება. გასული წლებისგან განსხვავებით, ამ თანხას ღვინის ქარხნების ნაცვლად გლეხები­ მიიღებენ. წინა წლებში გლეხებსა და ქარხნებს შორის ინდივიდუალური გარიგება იდებოდა, თანხას გლეხებს დაგვიანებით უხდიდნენ. ამგვარი ხარვეზების გამოსწორება გვინდა და გადავწყვიტეთ, რომ ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირაში გლეხი სახელმწიფოსგან კუთვნილ სუბსიდირებულ წილს მიიღებს, ქარხანა კი თავის წილს შეთანხმების საფუძველზე გადაუხდის.

- სუბსიდიის ოდენობა თუ ახდენს გავლენას ყურძნის საბაზრო ფასზე?

- სუბსიდიის მოცულობა არ განსაზღვ­რავს ყურძნის საბაზრო ფასს, თუმცა პროცესს ხელს უწყობს. ამ ვითარებაში არსებითია სწორი ბალანსის დაცვა, ყურძნის ფასით არც ერთი მხარე არ დარჩეს წაგებული. არ შეიძლება, ერთის ხარჯზე მეორემ მეტი შემოსავალი მიიღოს. ყურძენზე უნდა იყოს სწორი ფასი, რაც ქართულ ღვინოს ჯანსაღ კონკურენციას შეუქმნის. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ქართული ღვინის პოპულარიზება არატრადიციულ ბაზრებზე ხდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ სწორი ფასი, ტენდენციები და ხარისხი, რათა ჩვენი ღვინო კონკურენტუნარიანი იყოს. არ შეიძლება, ქართული ღვინო იყოს იტალიურზე ან ფრანგულ ღვინოზე გაცილებით ძვირი. შესაძლოა ვაწარმოოთ ასეთი ღვინოც, მაგრამ უფრო დაბალ საფასო სეგმენტზე გათვლილი ღვინოც უნდა გვქონდეს. უნდა დავიცვათ ბალანსი გლეხის კეთილდღეობასა და ქარხნის გამართულ მუშაობას­ შორის. ამიტომ მივანდეთ ეს საკითხი კერძო სექტორს, ის დაარეგულირებს ყურძნის ფასს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია