როგორ ერთობა ლელა წურწუმია სანამ მამულიჩა ციხეშია

როგორ ერთობა ლელა წურწუმია სანამ მამულიჩა ციხეშია

კახა მამულაშვილს, იგივე "მამულიჩას" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მაქსიმალურ სასჯელად 14 წლით პატიმრობა ემუქრება. ქართველ პროდიუსერს 2 მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი - სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და სასჯელის ზომად განსაზღვრავს 7-დან 14 წლამდე პატიმრობას.

მეორე მუხლი, რომლითაც "მამულიჩას" ედავებიან, არის სისხლის სამართლის 262-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანას გულისხმობს და 8-დან 12-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კახა მამულაშვილი, იგივე მამულიჩა წარდგენილ ბრალდებას სრულად აღიარებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. "ექსტაზი" 0,2048 გრ.

გარდა ამისა, მამულიჩას ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ პროდიუსერი კახა მამულაშვილი, ლელა წურწუმიას მეუღლეა, რომელიც ინსტრაგრამის გვერდზე ქალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

"ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ მოვლენებს

ყველაფერი თავის მოვლისთვის ერთ სივრცეში - Beauty Exhibition 2019 იწყება

"ამ ეტაპზე თვალს ბოლომდე ვერ ვახელ" - მსახიობს, რომელსაც 20 ივნისის ღამეს რეზინის ტყვია მოხვდა, მხედველობა ჯერ არ აღდგენია