ავტორი:

"ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ მოვლენებს

"ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, კინოთეატრებმა არ გააუქმა ჩვენება" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ მოვლენებს

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორი, ლევან აკინი, საქართველოში ფილმის პრემიერის გამართვას „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ძალიან ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, არც ერთმა კინოთეატრმა, არ გააუქმა და არ გადადო კინოჩვენება და ამით სოლიდარობა გამოხატა. როგორც იქნა, ქართულმა აუდიტორიამ ფილმი იხილა! ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან და ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ იმ მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან და არ მიუტოვებიათ ფილმის ყურება“,- წერს აკინი.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გუშინ შედგა.

„ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

ნინი გოგიჩაიშვილი "მის მსოფლიო 2019"-ზე  გაემგზავრა - ფოტოები ლონდონიდან და ახალი ხმის მიცემის წესები

რა სიახლეები ელის მაყურებელს "მხოლოდ ქართულის" მესამე სეზონზე

სად ცხოვრობს ლიკა ქავჟარაძის პირველი ქმარი და როგორ გამოიყურება შვილიშვილი, რომელიც ბებიის ასლია