ფეხბურთელი ბესელია და ცაცია კალათბურთელი ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსების სპორტული გატაცებები

ფეხბურთელი ბესელია და ცაცია კალათბურთელი ივანიშვილი - ქართველი პოლიტიკოსების სპორტული გატაცებები

ქართულ პოლიტიკაში სპორტსმენები ხშირად მოდიან, ზოგი დეპუტატი ხდება და ზოგი მინისტრად ინიშნება. ამის გამო ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებენ, პოლიტიკაში ძირითადად, ძალისმიერი სპორტის წარმატებული წარმომადგენლები ხვდებიან. ზოგი კარგი დარტყმით, ზოგიერთი კი სკანდალური გამონათქვამებით ამახსოვრებს თავს საზოგადოებას. AMBEBI.GE იმ პოლიტიკოსების სპორტული შესაძლებლობებით დაინტერესდა, რომელთაც საზოგადოება ამ კუთხით ნაკლებად იცნობს. აღმოჩნდა, რომ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი საერთოდ არ ყოფილა სპორტით დაკავებული, ზოგს ეს აღნაგობაზეც ეტყობა.

ირაკლი ალასანია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აქტიური სპორტით არის დაკავებული. მართალია, ბევრი თავისუფალი დრო არ აქვს, თუმცა ყოველთვის პოულობს დროს იმისთვის, რომ ირბინოს და ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს. კარგად დგას თხილამურებზეც და ცურვაც ეხერხება.

ბიძინა ივანიშვილი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სკოლის პერიოდში აქტიური სპორტით იყო დაკავებული, განსაკუთრებით კალათბურთი უყვარდა და როგორც ამბობენ, კარგად თამაშობდა. როგორც მისი მასწავლებელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, მას არ უყვარდა ძალისმიერი სპორტის სახეობები. ივანიშვილი ცაციაა, მისი თამაშის მანერა ასეთია -  ფარქვეშ შედიოდა და მოჭრილ ბურთებს კალათში ისე აგდებდა. საჩხერელი თანაგუნდელები მას "ლიფსოს" ეძახდნენ. "ლიფსო" ვილნიუსის "ჟალგირისში" თამაშობდა და პირველად ასეთი მოჭრილი სროლა სწორედ მან შეასრულა.

ალექსანდრე ჭიკაიძე

კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრე ჭიკაიძე სპორტის დიდი ქომაგი და მოყვარულია. შესაძლოა, გარეგნულად აღარ ეტყობა, მაგრამ პროფესიით ისტორიკოსი, შს ყოფილი მინისტრი, რომელმაც თავი სკანდალური გამონათქვამებით გაითქვა, სპორტის აქტიური მიმდევარი გახლდათ. უყვარს ცურვა, თამაშობდა რაგბს. წარსულში აქტიურად იყო დაკავებული ძიუდოთი, დროის დიდ ნაწილს სპორტულ დარბაზში ატარებდა და სტუდენტობის დროს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარსულში აქტიური სპორტით იყო დაკავებული. განსაკუთრებით იზიდავდა აღმოსავლური ორთაბრძოლები, ახალგაზრდა ღარიბაშვილი მთელ დღეებს ვარჯიშს უთმობდა, თუმცა ოჯახის თხოვნით აღმოსავლურ ორთაბრძოლებზე უარი თქვა და ძირითადი დრო სწავლას დაუთმო.

ეკა ბესელია

დაუჯერებელია, მაგრამ დეპუტატი ეკა ბესელია ფეხურთის წესებში თურმე კარგად ერკვევა, დეპუტატი ეკა ბესელია ბავშვობაში ფეხბურთით იყო გატაცებული. ნოსირის სკოლის მოსწავლე ეკა ბესელია ხან მეკარე იყო და ხან თავდამსხმელი. როგორც ნოსირელები ამბობენ, ბესელია კარგი ფეხურთელი იყო. ყოფილა შემთხვევები, როცა თამაშის დროს მოედნიდან ბიჭებს უშვებდნენ და სათამაშოდ ეკა ბესელია შეჰყავდათ.

კობა ხაბაზი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი ფეხბურთის მოყვარულია. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხაბაზი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში და ყოველდღე პარლამენტში დადიოდა, დროს ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის პოულობდა და დილაადრიან კუს ტბაზე ადიოდა სათამაშოდ. თუ პოლიტიკოსის ახლანდელი გარეგნობით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს ხაბაზი აქტიური სპორტით ახლა ნაკლებად არის დაკავებული.

ნიკა მელია

თბილისის მერობის ყოფილი კანდადიდატი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ფეხურთის გულშემატკივარია. მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ახლაც ხშირად თამაშობს. ბავშვობაში ჩოგბურთელობა სურდა, თუმცა მწვრთნელმა უწინასწარმეტყველა, რომ მისგან ჩოგბურთელი ვერ გამოვიდოდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."