ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის

ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი იცის

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძიმითი 17,66 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. სოფლის ერთ-ერთი სიმდიდრე გოგირდოვანი წლები, თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ვერ იპოვით. ადგილზე მოსულებს კი ყველა ძიმითელი მოგიყვებათ "მჟავე წყლების" სასარგებლო თვისებებზე.

როგორც აქაურები ამბობენ, კომუნისტების დროს, ე. წ. მერეში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გოგირდოვანი წყალი გლეხებმა მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინეს და მალე იმდროინდელმა მთავრობამ ჭაბურღილიც გააკეთა, რომლის ნაშთები დღესაცაა შემორჩენილი.

უხუცესების მტკიცებით, ძიმითის გოგირდოვანი აბაზანით საბჭოთა კავშირის მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ.

მათი ინფორმაციით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ტრამვული და ინფექციური წარმოშობის ქრონიკული ართრიტები, მარილები, რევმატიზი, სახსრების, გულსისხლძარღვთა სისტემის გარკვეული სახის და ნერვიული სისტემის დაავადებები აწუხებთ, ძიმითის "გოგირდოვანი" წყალი "მისწრებაა". ამბობენ იმასაც, რომ ამ წყლებით მკურნალობამ ბევრი ადამიანი მოარჩინა.

"მეორედ მოვედი, მითხრეს, რომ მარილებისთვის კარგია. ვნახოთ, რა შედეგს გამოიტანს",  - ამბობს ოზურგეთში მცხოვრები ნოდარ დიასამიძე, რომელიც ძიმითს ოჯახთან ერთად სტუმრობს. ის აბაზანების მისაღებად ექიმის რჩევით დადის.

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია მოუწესრიგებელი, დანაგვიანებული და აბაზანების მისაღებად მოუწყობიელა, ამ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი აკითხავს. შესაბამისად, ხშირია ბანაობის მსურველთან რიგი. ე. წ. "ბასეინში", რომელსაც ირგვლივ ტალახი და ეკალ-ბარდები აკრავს, მხოლოდ ერთი ადამიანი შეიძლება ჩავიდეს - მეტის ჩასვლის საშუალებას ადგილი არ იძლევა. ადგილობრივების თქმით, მკურნალობის სრული კურსი 10 დღეს მოიცავს:

"ათი დღის განმავლობაში 20-20 წუთი უნდა ჩაწვე ამ წყალში შიშველი, მაგრამ აქ ისეთი პირობებია, რომ მაგას ვერ მოახერხებ. შიშველი კი არა, ტანსაცმლით ვერ ჩახვალ ნორმალურად. ეს აბაზანა გზის პირზეა და აქ ხალხი დადის. წლების განმავლობაში ვთხოვთ ხელისუფლებას, რომ ამ ადგილს ყურადღება მიაქციოს და ეს სიმდიდრე გამოიყენოს, მაგრამ არავის ესმის. არადა, ეს თუ გაკეთდა, სოფელსაც მისი შემოსავალი ექნება. თან გზასთან ახლოსაა, არც გზაა ძალიან ავარიული. მონდომება უნდა, თორემ ყველაფერი გამოვა, - ამბობენ ადგილობრივები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია