ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი შეკითხვა დავუსვი, თუმცა პასუხი ვერ მივიღე - შტეფან ფულე

ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი შეკითხვა დავუსვი, თუმცა პასუხი ვერ მივიღე - შტეფან ფულე

ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამი შეკითხვა დავუსვი, თუმცა პასუხი ვერ მივიღე, - ამის შესახებ ყოფილმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ თბილისში, სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც არაფორმალურ მმართველობასა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებზე ისაუბრა.

"მე სამი შეკითხვა დავუსვი ყოფილ პრემიერს, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. საქართველოსთვის ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ლეგიტიმური მოლოდინი იქნებოდა. ნებისმიერ პარტნიორ ქვეყენაში ვსვამდი ამ შეკითხვებს: "სუნთქავთ თავისუფლად?", "გაქვთ სივრცე მუშაობისთვის?", ეს არის საუკეთესო გზა პროგრესის შეფასებისთვის", - განაცხადა ფულემ. მისივე თქმით, პრობლემაა არა ის, რომ კითხვები მუდმივად ისმება, არამედ ის, რომ კოალიციის ყველა წევრი არ პასუხობს კითხვებს.

"პრობლემა იმაში არ არის, რომ კითხვები მუდმივად ისმება, პრობლემა ისაა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ყველა წევრი არ პასუხობს კითხვებს ისე ღიად და გულწრფელად, როგორც თქვენ (დავით უსუფაშვილს). ყოველთვის ვცდილობ ყურადღება გავამახვილო ამაზე. უნდა შეზღუდოთ თავის მართლება. თქვენი საქმეა, რომ წევრ ქვეყნებს გაუჭირდეთ, იპოვოს თქვენთან თავის მართლების შემთხვევები", - მიმართა უსუფაშვილმს ფულემ. მისივე თქმით, ადამიანების გასამართლება თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით.

"ბევრი გვილაპარაკია ბრიუსელშიც, სტრასბურგში, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ამავდროულად ვამბობთ, რომ ფორმალურად ადამიანების გასამართლება, თუ გულწრფელი ხარ ევროპული მისწრაფებების მიმართ, უნდა მოხდეს ევროპული სტანდარტებით. ჩვენ გამოვგზავნეთ სპეციალური წარმომადგენელი, რომ მიეხედა ამ საქმეებისთვის, რომელიც დაგვეხმარა, ეს ყველაფერი ევროპული სტანდარტებით გაკეთებულიყო. ეს არ ეხება პოლიტიკურ ლიდერობას და თქვენ საარჩევნო დაპირებას, ეს ეხება იმას, რომ ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ევროპული სტარდატები და არა შევასუსტოთ", - განაცხადა ფულემ, რომლის გამოსვლის თარგმანის "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."