"კანონიერი ქურდების" რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში რეკორდსმენი ქვეყანა აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო პორტალი ”პრაიმ კრაიმი” ავრცელებს. ამჟამად მსოფლიოში 485 "კანონიერი ქურდია", რომელთაგან 276 საქართველოდან არის.
კრიმინალური ავტორიტეტების რაოდენობით მეორე ”საპატიო ადგილზე” რუსეთია (61). ამასთან, ბევრი რუსი "კანონიერი ქურდ"ი მათმა ქართველმა ”კოლეგებმა” "მონათლეს". ლიდერების სამეულს სომხეთი ასრულებს. თუმცა, სომეხი ”ავტორიტეტები” ქართველი და რუსი ქურდებისგან განსხვავებით სომხეთში ცხოვრობენ და სომხეთის გარეთ მათი გავლენა არ ვრცელდება.
”ქურდულ სამყაროსთან” ასოცირება საქართველოში უკანონო აქტივობაა და სისხლის სამართლის დანაშულად ითვლება. ”თბილისელი, ქუთაისელი და სოხუმელი "კანონიერი ქურდები" იმდენი არიან, რომ მათი ოდენობა ცალკე დაპირისპირებულ დაჯგუფებებსაც კი წვდება. არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ თითქმის ყველა ქართველი კანონიერი ქურდი ერთმანეთის ან ნათესავი, ან მინიმუმ ნაცნობი მაინცაა”, - ნათქვამია სტატიაში.