რომან ფიფიას კომენტარი ზვიად სიჭინავას გადადგომის შესახებ

რომან ფიფიას კომენტარი ზვიად სიჭინავას გადადგომის შესახებ

მგონი, მთლად კარგ ვითარებაში არ იმყოფება სიჭინავა, - ასე შეაფასა საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადება გადადგომის შესახებ.

"მოულოდნელი იყო ჩემთვის სიჭინავას გადაწყვეტილება, ის განცხადების შემდეგ სალაპარაკოდაც არ დარჩა, მგონი, მთლად კარგ ვითარებაში ვერ იმყოფება სიჭინავა. ხედავთ, რამდენი პრობლემაა ფეხბურთის ფედერაციაში და ალბათ ვერ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა", - განაცხადა "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციაში გამართული აღმასკომის სხდომის შემდეგ.

ზვიად სიჭინავამ დღეს განხაცდა, რომ პროტესტის ნიშნად თანამდებეობას ტოვებს.

სიჭინავა აცხადებს, რომ მისი გადადგომის მიზეზი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არანაირი ზეწოლა არ მომხდარა", - განაცხადა სიჭინავამ, რომელმაც ადრეც გააკეთა განცხადება, რომ ახალ არჩევნებში კენჭისყრას არ აპირებს.

ახალი არჩევნების 3 ოქტომბრისთვის არის დანიშნული.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია