აფხაზეთში დისლოცირებულმა რუსმა სამხედროებმა საშტაბო-სამეთაურო წვრთნები დაიწყეს. "აფსნი.რუს" ცნობით, წვრთნებში აფხაზეთში მდებარე რუსეთის სამხედრო ბაზის 700 სამხედრო მოსამსახურე და 150 ერთეული უახლესი რუსული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის უახლესი ჯავშანმანქანებია.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნების მთავარი მიზანია სამეთაურო შემადგენლობის მართვის სიახლეების ათვისება, სასწავლო ბრძოლის წარმოება საზღვაო სანაპიროს, მთიან და ტყიან პირობებში ავტომატიზირებული და სამხედრო ტექნიკის უახლესი სახეობების გამოყენებით.