თერჯოლაში მგლებმა შინაური ცხოველები დაგლიჯეს

თერჯოლაში მგლებმა შინაური ცხოველები დაგლიჯეს

თერჯოლის რაიონში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, სოფელ ახალთერჯოლაში მგლებმა შინაური ცხოველები დაგლიჯეს. როგორც მოსახლეობა

,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში აცხადებს, მტაცებლები სოფელში ჩადიან და შინაურ პირუტყვს ჭამენ.

"რომ ვხედავდე, როგორ ჭამს ჩემს საქონელს მგელი, უფლება არ მაქვს მოვკლა, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო იმაზე მეტი თანხით დამაჯარიმებს, ვიდრე საქონლის ღირებულებაა. მგელმა დღეს ხბო შეჭამა, ხვალ ცხვრებს შეგვიჭამს, შემდეგ კი ადამიანებს მიადგება",- აცხადებს ადგილობრივი არკადი გამეზარდაშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით თერჯოლის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, ისინი გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართავენ, რათა მოსახლეობას მტაცებელი ცხოველის მოკვლის უფლება მიეცეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია