11 გამაოგნებელი ფაქტი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ

11 გამაოგნებელი ფაქტი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ

დედოფალი ელისაბედ მეორე ცოცხალი ლეგენდაა. დღეს, 9 სექტემბერს მისი უდიდებულესობა ოფიციალურად ბრიტანეთის ტახტის ყველაზე "ხანგრძლივი მფლობელი" მონარქი გახდა.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ 11 გამაოგნებელ ფაქტს ბრიტანეთის დედოფლის შესახებ:

1 - მას არ სჭირდება პასპორტი საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის

დიდ ბრიტანეთში პასპორტი მისი უდიდებულესობის სახელით გაიცემა. შესაბამისად, თავად დედოფალი არ არის ვალდებული იქონიოს ეს დოკუმენტი. სამეფო ოჯახის სხვა წევრებისთვის, მათ შორის ედინბურგის ჰერცოგის და უელსის პრინცისთვის, ისევე როგორც ბრიტანეთის სამეფოს რიგითი მოქალაქეებისთვის, მისი ქონა აუცილებელია.

2 - მანც ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა იცის

ახალი საიერიშო შაშხანა L85-ს წარმოდგენისას, დედოფალმა თავი ვერ შეიკავა და რამდენიმეჯერ გაისროლა.

3 - მეორე მსოფლიო ომის დროს ის არმიაში მსახურობდა

მისი უდიდებულესობა, დღეისთვის ერთადერთი ცოცხალი სახელმწიფო ლიდერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს არმიაში მსახურობდა. ამავდროულად სამეფო ოჯახში ის ერთადერთი ქალია, რომელმაც შეიარაღებულ ძალებში მსახურით ქვეყნის წინაშე მოქალაქობრივი ვალი მოიხადა. 18 წლისას ის ქალთა დამხმარე ტერიტოტიულ კორპუსში ჩაირიცა და სატვირთო ავტომობილის მართვაც ისწავლა.

4 - მას ავტომობილების შეკეთებაც შეუძლია

მეორე მსოფლიო ომის დროს, ის არა მხოლოდ სატვირთოების მართვას, არამედ მათ შეკეთებასაც სწავლობდა. მეფის, დედოფლის და პრინცესა მარგარეტის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საწვრთნელი ცენტრის სტუმრობისას, მათ სამუშაო კომბინეზონში გამოწყობილ პრინცესა ელისაბედს, ბრიტანეთის მომავალ მონარქს, წითელი ჯვრის სატვირთო ავტომობილის ქვეშ მიაგნეს.

5 - მას წელიწადში ორი დაბადების დღე აქვს

ჩვეულებრივი მოკვდავებისგან განსხვავებით, დედოფალი იუბილეს წელიწადში ორჯერ ზეიმობს. ელისაბედ II 21 აპრილსაა დაბადებული, თუმცა მისი ოფიციალური იუბილე ივნისის პირველ შაბათს აღინიშნება.

6 - მან ელექტრონული წერილი, ინტერნეტის ფართო გავრცელებამდე გააგზავნა

სოციალურ ქსელ Twitter-ს დედოფალი შარშან შეუერთდა. თუმცა პირველი ელექტრონული წერილი მან ჯერ კიდევ 1976 წელს გააგზავნა.

7 - დედოფალი გედების ყველაზე მრავალრიცხოვანი "ოჯახის" მფლობელია

ბრიტანეთის მონარქის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გვირგვინი ღია წყლებში მობინადრე ყველა მოუნიშნავი გედით ფლობის უფლებას იძლევა.

8 - მას არ ეშინია შემთხვევით გადაღებული ფოტოების

2014 წელს, თანამეგობრობის თამაშებისას, ავსტრალიელმა სპორტსმენა ჯეიდ ტეილორმაა საკუთარ ტვიტერზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური სელფი გამოაქვეყნა. ფოტოზე უკანა პლანზე თავად მისი უდიდებულესობა ჩანს, რომელმაც კადრი შეგნებულად "გააფუჭა".

9 - ის ჯეიმს ბონდთან ერთად ფილმში გადაიღეს

10 - მოდელები, მსახიობები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მომღერლები, მსოფლიო ლიდერები - რიგში დგებიან მასთან ფოტოების გადაღებისთვის.

11 - დედოფალი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული - ალი ჯის შოუს აქტიური მაყურებელია

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს - გაიცა მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი

საფრანგეთში აქციაზე 81 დემონსტრანტი დააკავეს - რას აპროტესტებს ნახევარი მილიონი ადამიანი

კანონპროექტი ითვალისწინებს ურანის 20%-მდე გამდიდრებას - რა გადაწყვეტილება მიიღო ირანის პარლამენტმა