ავტორი:

არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს - გაიცა მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი

არგენტინის პროკურატურა დიეგო მარადონას გარდაცვალების ფაქტს იძიებს - გაიცა მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი

არგენტინის პროკურატურა ფეხბურთის ვარსკვლავის დიეგო მარადონას გარდაცვალებას იძიებს. დღეს მისი პირადი ექიმის ქონების ჩხრეკის ორდერი გაიცა. ინფორმაციას მედია ადგილობრივ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”გუშინ (შაბათს) გამოძიება და მტკიცებულებათა დასაბუთება გაგრძელდა ადამიანების გამოკითხვით, მათ შორის გარდაცვლილის უშუალო ნათესავების”, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ "შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭირო გახდა ჩხრეკა ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლსა და ოფისში”.

მარადონას ადვოკატმა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ იგი ითხოვს ფეხბურთის ლეგენდის გარდაცვალების გარემოებების სრულ გამოძიებას.

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორ მოკლეს ირანელი მეცნიერი, რომელიც საიდუმლო ბირთვულ პროგრამას ხელმძღვანელობდა - ირანის პირველი პირების მუქარა და ბრალდებები ისრაელს

კიმ ჩენ ინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინა გაიკეთა - რა ინფორმაციას ავრცელებს ამერიკელი ექსპერტი

"სექტემბრის შემდეგ, პირველად, გასულ კვირას კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა" - ჯანმო