უნგრელმა ოპერატორმა დევნილ მამაკაცს, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილი ეჭირა, ფეხი დაუდო და წააქცია

უნგრელმა ოპერატორმა დევნილ მამაკაცს, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი შვილი ეჭირა, ფეხი დაუდო და წააქცია

უნგრეთის ნაციონალური ტელევიზიის ოპერატორი, რომელიც ქვეყნის მემარჯვენე პარტიასთანაა ასოცირებული, იმ დროს დააფიქსირეს, როდესაც ორ დევნილ ბავშვსა და მამაკაცს, რომელსაც ხელში შვილი ჰყავდა აყვანილი ფეხი დაუდო.

პეტრა ლაშლო დევნილების ჯგუფს უღებდა, რომლებიც პოლიციისგან გაქცევას ცდილობდნენ, როდესაც მამაკაცს, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა ხელში ფეხი დაუდო და ძირს დააგდო.

20 წამიანი ვიდეო სოციალურ ქსელ ტვიტერზე გერმანული არხის RTL-ს რეპორტიორმა სტივენ რიხტერმა გამოაქვეყნა. მალევე ვიდეო ვირუსულად მოედო ქსელს. ფეისბუქზე გაიხსნა ჯგუფი სახელწოდებით "პეტრა ლაშლოს სირცხვილის კედელი".

არხ,ი სადაც ლაშლო მუშაობდა აცხადებს, რომ იგი სამსახურიდან "მიუღებელი ქცევის" გამო გათავისუფლებულია. არხის რედაქტორმა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა: "ოპერატორი დღეს სამსახურიდან არის დათხოვილი. ეს საქმე ჩვენთვის უკვე დახურულია".

ოპოზიციურმა პარტიებმა და უნგრეთის დემოკრატიულმა კოალიციამ განაცხადა, რომ ისინი სარჩელს შეიტანენ ლაშლოს წინააღმდეგ, რაც ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო

სამხრეთ აფრიკელ ქალს 10 ტყუპი არ გაუჩენია და ის ორსულადაც არ ყოფილა - რატომ მოიგონა 37 წლის გოშამემ შვილების გაჩენა? - უჩვეულო ამბის დეტალები

მაიამიში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, არის მსხვერპლი - ამ დროისთვის ადგილზე მაშველები მუშაობენ

"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა