ავტორი:

"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა

"დღეს არავინ დაიღლება... მიწაზე არავინ დაეცემა. მინდა ვნახო, რომ გლადიატორები ვართ" - უნგრელი ფეხბურთელების ბრძოლა და გუნდი, რომელმაც ევროპა გააოცა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე F ჯგუფს "სიკვდილის ჯგუფს“ უწოდებდნენ, რადგანაც იქ ერთად, საფეხბურთო თვალსაზრისით, სამი უძლიერესი ქვეყანა - გერმანია, პორტუგალია და საფრანგეთი აღმოჩნდა. მეოთხე კი უნგრეთი იყო. მეტოქეების გათვალისწინებით, ჯგუფიდან მათი გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად არავინ უყურებდა.

საბოლოო ჯამში, ჯგუფმა ფეხბურთის გულშემატკივრის იმედი გაამართლა. მართალია, უნგრეთი გამოეთიშა ჩემპიონატს, თუმცა ბოლო წუთამდე ინარჩუნებდნენ ჯგუფიდან გასვლის შანსს და გარდა ამისა, თავიანთი ბრძოლის, შემართების წყალობით, ბევრის გული მოიგეს და არაერთი გულშემატკივარი შეიძინეს. უნგრელების ასპარეზობას "ევრო 2020"-ზე დღეს ყველა ღირსეულს უწოდებს და ამბობენ, რომ ისინი უფრო მეტს იმსახურებდნენ.

ჩემპიონატის დაწყებამდე, ვერავინ იფიქრებდა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავებით სავსე საფრანგეთის, ასევე გერმანიის ნაკრებს უნგრელები შეუპოვარ ბრძოლას გაუმართავდნენ.

და სწორედ აღნიშნულის გამო უნგრელი ფეხბურთელები თავიანთ ქვეყანაში დღეს გმირები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული თავდადებითა და მონდომებით. აღსანიშნავია მათი კაპიტნის, ადამ სალაის უნარი, გადამწყვეტ მომენტში თანაგუნდელებს მოტივაცია აუმაღლოს და ისეთი სიტყვით მიმართოს, რომლის შემდეგაც ფეხბურთელები, როგორც თავადვე ამბობენ, "გლადიატორებივით იბრძვიან" ნებისმიერ მეტოქესთან.

სოციალურ ქსელში პოპულარულია 2020 წლის ნოემბერში გადაღებული ვიდეო უნგრელთა ნაკრების გასახდელიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ ამხნევებს თანაგუნდელებს ადამ სალაი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრ გადამწყვეტ მატჩამდე, რომელიც უნგრეთმა ისლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.

"ჩვენ გვსურდა აქ ყოფნა და ახლა აქ ვართ, დღეს ჩვენი გადამწყვეტი მატჩია. კორონავირუსის გამო ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები, პანდემიის გამო ადამიანებს ნაკლები შემოსავალი აქვთ და ჩვენ ახლა შეგვიძლია 90, ან 120 წუთში მათ კვალვ დავუბრუნოთ სიხარული.

14 მილიონი უნგრელი ტელევიზორში ნახავს ამ მატჩს და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება.

როგორ? დღეს არავინ დაიღლება და არავინ დაკარგავს ბრძოლის უნარს, დღეს მიწაზე არავინ დაეცემა. დღეს მინდა ვნახო, რომ ჩვენ გლადიატორები ვართ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ არ დავიღლებით", - ასე მიმართა თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებს გუნდის კაპიტანმა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Ad_vHvQT-hY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

მატჩი უნგრელებმა 2-1 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

რაც შეეხება უშუალოდ "ევრო 2020" -ის ჯგუფურ ეტაპს, მათ შეხვედრა დათმეს პორტუგალიასთან (0-3), ხოლო ფრე ითამაშეს როგორც საფრანგეთთან (1-1), ასევე გერმანიასთან (2-2), რაც საბოლოო ჯამში, ჯგუფიდან გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო

როგორ გაჩნდა "კოვიდ-19"? - ჩატარდა ავტორიტეტული კვლევა, მაგრამ...

უნიკალური კადრი - ფოტოგრაფმა შტორმის დროს, რომაული წყლის ღმერთის, ნეპტუნუსის "სახე“ აღბეჭდა