მოსამართლემ გიგი უგულავას ადვოკატის ქმედებებს "მასხარაობა" უწოდა და 500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლემ გიგი უგულავას ადვოკატის ქმედებებს "მასხარაობა" უწოდა და 500 ლარით დააჯარიმა

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ქმედებებს "მასხარაობა" უწოდა და ადვოკატი 500 ლარით დააჯარიმა. ამის მოტივი გახდა ის, რომ გიორგი კონდახიშვილი დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა და სასამართლოს გაუგზავნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 10 სექტემბერს ბათუმში დაკრძალვაზე უნდა იყოს და ამ მოტივით დღეს ვერ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე.

"ეს არის არასერიოზული და უპასუხისმგებლო განცხადებები. 10 სექტემბერს თუ ბათუმში უნდა იყოს, 9-ში რატომ ვერ ახერხებს სასამართლო სხდომაზე გამოსვლას. ეს არის მასხარაობა და არასერიოზული დამოკიდებულება. მიმაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ შეგნებულად ხდება პროცესების გაჭიანურება. ყველანაირი ხრიკებს მიმართავს დაცვის მხარე. მიმაჩნია, რომ ადვოკატის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ იქნას მიჩნეული სასამართლოს მიერ. ეს არის სასამართლოს მასხრად აგდება და არ ვაპირებ, ვინმეს მასხრად ავაგდებინო თავი. ეს საქციელი არასაპატიოდ იქნეს მიჩნეული და ადვოკატი დაჯარიმდეს 500 ლარით", - განაცხადა მოსამართლემ.

ამასთან, მოსამართლემ განაცხადა, რომ გიგი უგულავას ადვოკატ გიორგი კონდახიშვილს, ასევე სახაზინო ადვოკატს, თუკი შემდეგი პროცესისთვის კვლავ მზად არ ექნებათ დასკვნითი სიტყვა, იგი ორივე მათგანს დააჯარიმებს

"მარაზმს დაემსგავსა ჩვენი ურთიერთობა, სასამართლო თხოვნის რეჟიმზეა გადასული. 11 სექტემბერს არ გვექნება დასკვნითი სიტყვა და ორივე ადვოკატს დავაჯარიმებთ. 21 მოწმის ჩვენების შეფასებას არ სჭირდება ორთვიანი ვადა, - განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

მოსამართლემ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი კონდახიშვილის ქმედებების შესახებ ადვოკატმა ასოციაციის ეთიკის კომისიასაც ეცნობება, რადგან სახეზეა მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება. შემდეგი პროცესი კი, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქმეზე, რომელიც რიყის ტერიტორიის და "ტელეიმედის" გასხვისებას ეხება, 11 სექტემბერს, 13.30 საათზე ჩაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ