თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალმა "112" გააფრთხილა, პატრულის მისვლისთანავე კი მტკვარში გადახტა

თვითმკვლელობის მცდელობამდე ქალმა "112" გააფრთხილა, პატრულის მისვლისთანავე კი მტკვარში გადახტა

სამართალდამცავებმა მტკვარში გადამხტარი ქალი გადაარჩინეს პატრულებმა მცხეთაში თვითმკვლელობის მიზნით მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალბატონი გადაარჩინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში მოქალაქემ დარეკა და ოპერატორს შეატყობინა, რომ მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე მტკვარში თვითმკვლელობის მიზნით გადახტომას აპირებდა. ოპერატორმა მოქალაქესთან საუბარი განაგრძო და ამშვიდებდა მას, რა დროსაც მეორე ოპერატორმა აღნიშნული შეტყობინების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს აცნობა.

უწყების ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს 704-ე ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორები - გიორგი ხაბალაშვილი და გიორგი ლეჟავა შეტყობინების მიღებისთანავე მითითებულ ადგილზე გამოცხადდნენ. 1985 წელს დაბადებული მარინა ჭ. პოლიციელების დანახვისთანავე მდინარე მტკვარში გადახტა, რაზეც ორივე პატრულ-ინსპექტორმა ოპერატიულად მოხდინა რეაგირება და ქალბატონის საშველად მდინარეში გადახტნენ. პატრულებმა წყლიდან ამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მცხეთაში, საავადმყოფოში გადაიყვანა.

მარინა ჭ-ს საავადმყოფოში მიყვანისთანავე გაეწია გადაუდებელი დახმარება. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ