9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეოთხე შეხვედრა გამართა, ჩვენი მეტოქე მაკედონიის ნაკრები იყო და 90:75 მოუგო.
ეს მატჩი იგორ კოკოშკოვის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ჩვენს გუნდს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროებოდა და თანაც გარკვეული პირობებით, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი ჰქონოდა.
საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე არ გაუშვა უდიდესი უპირატესობა და ევრობასკეტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - 90:75.
მოგვიანებით, ჰოლანდიის ნაკრები ხორვატიის გუნდს ხვდება და თუ დამარცხდება, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს შეინარჩუნებს.